ჩინეთის საფინანსო ინდუსტრია სულ უფრო გახსნილი ხდება. ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომიტეტის ინფორმაციით, შვეიცარიული ბანკი UBS-ი პირველი უცხოური სტრუქტურა გახდა ჩინეთში, რომელმაც შეიტანა განაცხადი ჩინურ კომპანიაში აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენაზე. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი ჟენმინ ჟიბაო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ UBS-ის წილი ჩინურ საინვესტიციო კომპანიაში „UBS Securities“ 24,99%-დან 51%-მდე გაიზრდება, ანუ შვეიცარიული ბანკი საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდება.

ასევე, 2 მაისს ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა უკვე მიიღო პირველი განაცხადი საფინანსო ოპერაციების წარმოების ნებართვის მიღებაზე ბრიტანული აქტივების მქონე კომპანიისგან.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: