სიმკაცრე თუ ლმობიერება? ახალბედა მშობელთა უმრავლესობა ამ კითხვაზე პასუხს მალევე სცემს, მაგრამ ზოგიერთებისთვის, მიუხედავად მთელი მათი გამოცდილებისა, ეს საკითხი გადაუწყვეტელ ამოცანად რჩება.
ხასგასმით უნდა აღინიშნოს რომ, საქმე სიმკაცრესა და ლმობიერებაში არ არის. კეთილი მშობლები, რომლებსაც არ ეშინიათ, რომ თავიანთ სიტყვას გადავლენ, როცა ეს საჭიროა, ზომიერი სიმკაცრის გამოვლენის დროსაც კარგ შედეგებს აღწევენ და ზოგიერთი ლმობიერების გამოჩენის დროსაც.
მეორეს მხრივ, უხეშონიდან მომდინარე სიმკაცრემ ან გაუბედაობით თუ უპრინციპობით გამოწვეულმა ლმობიერებამ შეიძლება ცუდი ნაყოფი გამოიღოს. აღზრდის შედეგი სიმკაცრის და ლმობიერების მეტ-ნაკლებობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იგი განპირობებულია თქვენი გრძნობებით ბავშვისადმი და იმ ცხოვრებისეული პრონციპებით, რომლებსაც თქვენ მას უნერგავთ.
როდის რომელი სჯობს?
თუ თქვენ გსურთ, რომ შვილები მკაცრი დისციპლინით აღზარდოთ, ბოლომდე მიჰყევით ამ პრინციპებს და ბოლომდე მკაცრი იყავით. ზომიერი სიმკაცრე, რაც თავდაჭერას, სიტყვაშეუბრუნებლობას, მოწესრიგებულობას გულისხმობს, ბავშვს არაფერს დაუშავებს.
თუმცა არსებობს სიმკაცრის გამოვლენის მეორე და უარყოფით მხარე. სიმკაცრე საზიანოა, თუკი მშობლები უხეშად ექცევიან შვილებს და მათი საქციელით სულ მუდამ უკმაყოფილონი არიან, თანაც ისე, რომ არ ითვალისწინებენ შვილების ასაკს და ინდივიდუალურ თვისებებს. ამგვარ ვითარებაში ბავშვი ან სულმოკლე ან დაუნდობელი იზრდება.
თუკი მშობლები ბუნებით კეთილი ადამიანები არიან, მათი შვილები ბედნიერნი და კაცთმოყვარენი იზრდებიან.
ის მშობლები, რომლებსაც შვილთან ურთიერთობაში ძალადაუტანებლად, თავისუფლად უჭირავთ თავი, მის მანერებს, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და აბსოლუტურ თვინიერებასა და აკურატულობას არ მოითხოვენ. ეს მშობლებიც გულღია და გულისხმიერ კაცად ზრდიან თავის შვილს, ოღონდ ამ მშობლებმა სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოავლინონ ის საკითხებში, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
ამ საკითხში არსებობს მეორე და უარყოფითი მხარე. მეტისმეტად ლმობიერი მშობლები აღზრდის მათეული მეთოდით სავალალო შედეგამდე იმიტომ კი არ მიდიან, რომ ისინი თავიანთი შვილებისგან ცოტას მოითხოვენ, არამედ იმიტომ რომ ერიდებიან ან ვერ ბედავენ თავიანთ ნათქვამზე მტკიცედ იდგნენ, შესაბამისად მათი ავტორიტეტი პატარას თვალში ეცემა და ის ცდილობს, საკუთარი გავლენის ქვეშ მეტად მოაქციოს მშობლები. მომავალში ხდება ის, რომ მშობლები ვეღარ ერევიან ბავშვს, რაც სამომავლოდ ორივე მხარისთვის, არასასურველი შედეგით სრულდება.
დაიცავით ზომიერება, ნუ გადახვალთ პრინციპებს. შესაძლებელია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მეთოდით იხელმძღვანელოთ, თუმცა რომელიც არ უნდა იყოს ეს (მკაცრი თუ ლმობიერი), იყავით მტკიცე და თავდაჯერებული.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: