მიმდინარე წლის 26 თებერვალს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო სტიპენდიების საბჭოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ვანგ შენგანგთან. შეხვედრის დროს საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა, როგორც საქართველოდან ჩინეთში, ასევე პირიქით სტუდენტების რაოდენობის ზრდის მნიშვნელობას. ასევე, არჩილ კალანდიამ აღნიშნა, რომ ბოლო პერიდში სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ჩინეთში არა მხოლოდ ენას, არამედ სხვადასხვა სპეციალობებს ეუფლება, რაც მისასალმებელი ტენდენციაა. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე.