1. ვისაც აქვს მშრალი კანი, მათთვის საუკეთესოა ვიტამინი F რომელიც ატენიანებს და არბილებს კანს.
  2. კანი ხდება აბრეშუმივით თუ კვირაში ერთხელ მიიღებთ ამ აბაზანას: 1 ლიტრა რძეს დაამატეთ 2-3 სუფრის კოვზი თაფლი და ზეითუნის, სიმინდის ან ნუშის ზეთი. დაასხით წყლით გავსებულ ვანას და ინებივრეთ.
  3. დაზიანებული თმისთვის კარგია მაიონეზი. წაისვით თმაზე გაიჩერეთ ცოტახანს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. კიტრი სახის კანს ამშვიდებს და ცოცხალ იერს აძლევს.
  5. სახის ფერის გასაუმჯობესებლად გაიკეთეთ, თაფლის და მარილის ნიღაბი, რომელსაც აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
  6. იმისთვის, რომ ფრჩხილები ადვილად არ მოგტყდეთ და ჯანმრთელი იყოს, თბილ წყალში ჩააწვეთეთ ლიმნის წვენი და იოდი. ჩაყავით თითები და გააჩერეთ ცოტახანს.
  7. იმისთვის, რომ მკერდი პორმაში გქონდეთ კარგია აზიდვების გაკეტება და ჰანტელებით ვარჯიში.
  8. კვირაში ერთხელ კარგია სახის გაწმენდა ასპირინის ნიღბით. წყლის წვეთების დამატებით ვიტამინი ხდება გრანულისებური, დაამატეთ თაფლი, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ ცოტახანს და მასაჟისებური მოძრაობით მოიცილეთ. ეს ნიღაბი კანს აშორებს სიწითლეს და არბილებს მას.
  9. თმის ცვენის შესაჩერებლად დაიბანეთ თავი ჟოჟობას ზეთით.
  10. ნაოჭებთან ბრძოლისთვის წაისვით კანზე თაფლი.