ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში 15 წარმატებულ კურსდმთავრებულს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დიპლომები გადასცა. სპორტის მენეჯმენტის კურსები, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და სეოკ-ის პროგრამული დაფინანსებით 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს, თანამშრომლებს და მოხალისეებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის (MOSO) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალისა და მოწვეული ექსპერტების დახმარებით. სპორტის მენეჯმენტის კურსები მოიცავს 6 თემას:

  • ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვა
  • სტრატეგიული მართვა
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ფინანსური მართვა
  • მარკეტინგი
  • მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება

„ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის“ („Managing Olympic Sport Organizations“) სახელმძღვანელო წარმოადგენს არსებით სასწავლო წყაროს. წიგნში წარმოდგენილი მასალა მოძიებულია მსოფლიოს ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციებიდან და წარმოადგენს მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული მაგალითების კრებულს. სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებს უძღვებოდნენ სეოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, კურატორები და მოწვეული ექსპერტები.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: