ბრენდინგი გუნდს უნიკალურ იდენტობას ანიჭებს

რომელ სპორტსაც არ უნდა მისდევდეთ, თქვენ მარტო ერთი გუნდი არ ხართ. თქვენს გარდა კიდევ ძალიან ბევრია ამ სპორტით დაკავებული და მნიშვენლოვანი საკუთარი გუნდის სწორად დამკვიდრება.

იმის გასაგებად, თუ რატომ უნდა გიგულშემატკივრონ და მხარდაჭერა გამოგიცხადონ მაინცდამაინც თქვენ, სწორედ თქვენი ბრენდი გასცემს პასუხს. შესაბამისად, იგი უნდა იყოს მკაფიო და ამავდროულად ღრმა შინაარსის მქონე.

სპორტული გუნდების ბრენდინგი ნდობასა და ერთგულებას ზრდის.

როგორც ადამიანებს, ჩვენ გვიზიდავს ის, რასთანაც საერთო ინტერესები და გრძნობები გვაქვს. რაც უფრო მეტად ვითავისებთ მას, მით უფრო მეტად ვერთვებით მის აქტივობებში. ანალოგიურად ხდება სპორტშიც.

სპორტული გუნდების ბრენდინგი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, რომ შესისხლხორცდნენ გუნდებთან და მთლიანად ჩაერთონ მის ორომტრიალში. ეს თქვენს გუნდს აცოცხლებს და ემოციურ დატვირთვას სძენს.

"რაგბი ჩვენი თამაშია"

იმისათვის, რომ სწორად მოახდინოთ გუნდების ბრენდინგი აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები :

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გინდათ აღიქმებოდეთ გარშემომყოფებისთვის

ბრენდად აქციეთ თქვენი იდეები

გამოიყენეთ ყველა საკომუნიკაციო წყარო მიმდევრებთან სიახლოვის დასამყარებლად

მუდმივად იფიქრეთ განვითარებაზე

გადაცემის „დილა შენთვის“ სტუმარმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „LIVE”-ის დამფუძნებელმა ალექს ჩიქოვანმა, დეტალურად ისაუბრა სპორტული გუნდების ბრენდინგის შესახებ და გამოყო ძირითადი კრიტერიუმი.

„ბრენდინგში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი შინაარსი. ლოგო, სლოგანი და გარეგანი ფაქტორები არის შემდეგი ნაბიჯი. ამ ყველაფერს ბრენდინგს არასწორად ეძახიან, რადგან ეს არის ვიზუალური შეფუთვა. ყველა კარგ ბრენდს აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი ფილოსოფია, რომელიც აისახება საკომუნიკაციო ფლატფორმაში.“

გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ რადიო Jako FM-ის Facebook გვერდზე.

ალექს ჩიქოვანი

ალექს ჩიქოვანი