სხვადასხვა სახის მცენარეული პროდუქტის კოსმეტოლოგიურ საშუალებებად გამოყენებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ბუნებრივი, ჯანსაღი პროდუქტი კანს განსაკუთრებულად უხდება, ახალისებს, კვებავს და ავსებს მას სიჯანსაღით. სწორედ ასეთი ტიპის საშუალებებს მიეკუთვნება სტაფილო, რომელსაც გააჩნია ქსოვილის აღმდგენი, ნაოჭების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი მოქმედება.

სტაფილო საუკეთესოა მათთვის, ვისაც ფერმკრთალი კანი აქვს და სურს მსუბუქი რუჯის შეფერილობა მისცეს. ერთი თვის განმავლობაში კვირაში 2-3 ჯერ გამოიყენეთ სტაფილოს ნიღაბი და დაიტოვეთ 20-30 წუთით, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

კანის დასატენიანებლად და მის გასაჯანსაღებლად გაიწმინდეთ კანი სტაფილოს წვენით კვირაში 2-ჯერ.

პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ სტაფილოსა და ლიმონის წვენი, რომელიც ასევე საუკეთესოდ აშორებს ჭორფლებს და ეხმარება კანს ბუნებრივად ჯანსაღი ფერის შენარჩუნებაში.

კანის გასახალისებლად საუკეთესო საშუალებაა სტაფილოს ნიღაბი - დაიდეთ ის სახეზე 20 წუთის განმავლობაში.
ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის გახეხილი სტაფილოს წვენში შერეული 1 ს/კ რძე.

გამოიყენეთ ბუნებრივად ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც არანაკლები სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდრე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ, კანის მოვლისთვის განკუთვნილ საშუალებებს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: