ჩინეთის მთავრობის მიერ ყოველწლიურად დაწესებულ საგრანტო კონკურსში, სტიპენდიანტთა ვინაობა უკვე გაირკვა. წელს, ჩინეთში კიდევ რამდენიმე ქართველი წარმატებული სტუდენტი შეძლებს სწავლის გაგრძელებას და ენის დონის ამაღლებას, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და თანაც, სრულიად უფასოდ.

ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები "ერთი გზა ერთი სარტყელის" ფარგლებში დღითიდღე ღრმავდება, ამ ორი უძველესი ქვეყნის ხალხი უფრო და უფრო ახლოს იცნობს ერთმანეთს,ერთმანეთის კულტურასა და ისტორიას.

ჩინეთი ყოველ წლიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ინვესტიციებს საქართველოში,რაც თავისმხრივ ანვითარებს ჩვენი ქვეყნის ბიზნესსა და ეკონომიკას. ამ ყველაფრის პარალელურად კი ყოველ წლიურად ჩინეთის სახელმწიფო გამოყოფს გრანტებს ქართველი სტუდენტებისთვის ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სასწავლებლად და ტრენინგების გასავლელად.

წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და განათლების სამინისტროში ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა რამდენიმე ქართველი სტუდენტი ენის კურსებისა თუ მაგისტრატურის საფეხურის გასავლელად. მათ შორის ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებულმა, ნელიკო ახობაძემ, მოიპოვა ჩინეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდია.

2019 წლის სექტემბრიდან ნელიკო სწავლას გააგრძელებს ჩინეთში, ქალაქ ხანჭოუში, ჭ'ძიანის უნივერსიტეტში, ჩინეთის ისტორიის ჩინურ ენოვან სამაგისტრო პროგრამაზე, კვლევით „აბრეშუმის გზის გავლენა ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოზე“. ნელიკომ უკვე მეორედ მოიპოვა ჩინეთის მთავრობის სტიპენდია,პირველად 2017-2018 სასწავლო წელს ამავე გრანტით იყო ჭ'ძიანის ინდუსტრიისა და მრეწველობის უნივერსიტეტში,სადაც სწავლობდა ჩინურ და არაბულ ენებს ჩინელ სტუდენტებთან ერთად,მანამდე კი 2015-2016 წლებში თსუს გაცვლითი პროგრამით იყო ჭ'ძიანის უცხო ენების ინსტიტუტში.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: