Startup Express არის ტურიზმის ინოვაციური სამდღიანი ბანაკი (bootcamp), რომელიც დაიწყება თბილისი-ბათუმი-თბილისი მატარებლის ბორტზე და გაგრძელდება აჭარაში, ჩაქვში, 2019 წლის 27-29 სექტემბერს.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ თავიანთ იდეებზე, ბიზნეს მოდელებსა და პროტოტიპებზე ტურიზმის ექსპერტებთან და ამ დარგის გამოცდილ მეწარმეებთან ერთად.
ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ და მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვალ მოქალაქეებსა და რეზიდენტებს.
განცხადებების მიღება უკვე დაიწყო! იხილეთ ბმული:
https://forms.gle/ysMkBXMye5kRmRyr5
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა ორშაბათი, 23 სექტემბერი (23:59).
შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან საბოლოო გასაუბრებაზე 25 სექტემბერს.
შერჩეული მონაწილეები ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მატარებლით გაემგზავრებიან 27 სექტემბრს (08:00 საათზე), ხოლო უკან გამოემგზავრებიან 29 სექტემბერს (23:00 საათზე).
ბანაკის სამუშაო ენაა ინგლისური.
ტრანსპორტირება თბილისიდან ჩაქვამდე და უკან, საკვები და განთავსება სასტუმროში უზრუნველყოფილია ორგანიზატორების მიერ.
FOR U მულტიმედია ჯგუფი Startup Express-ის მედია მხარდამჭერია.
#Spend4SeasonsInGeorgia