ჩინეთის მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის სტიპენდიებს და ამით მსოფლიოს ყველა ქვეყნის სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას მინიმალური დანახარჯებით, ან თითქმის უფასოდ ისწავლონ ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც გარკვეულ გამოცდებს აბარებენ, აქვთ შანსი მოიპოვონ სრული დაფინანსება ჩინეთის უნივერსიტეტში და დაფინანსების გარდა მთლიანად იყვნენ უზრუნველყოფილი ყველა საცხოვრებლის ხარჯებით.

როგორ უნდა მოვიპოვოთ დაფინანსება? იმისათვის რომ, თქვენ მოიპოვოთ სრული დაფინანსება, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ბაკალავრზე სწავლის შემთხვევაში თქვენი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, მაგისტრატურაზე სწავლის შემთხვევაში 35 წელს და სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში 40 წელს.
  • HSK-4 (ჩინური ენის დონის საერთაშორისო სერთიფიკატი, გამოცდა ბარდება საქართველოშიც) დონე, თუმცა თუ ენის კურსების გავლას აპირებთ, მაშინ ეს სერთიფიკატი აუცილებელი არაა
  • საჭიროა მაღალი ქულები სკოლაში ან უნივერსიტეტში (გააჩნია რომელ საფეხურზე აბარებთ )
  • კარგი აკადემიური მოსწრება სასწავლო წლის განმავლობაში
.

.

გთავაზობთ სტიპენდიების ჩამონათვალს:

China/UNESCO — The Great Wall Fellowship Program - ჩინეთის განათლების სამინისტროს ყოველწლიური სტიპენდია, რომელიც იუნესკოს კულტურული ფონდის რეკომენდაციით მიენიჭება სტუდენტებს.

ყოველთვიური სტიპენდია მერყეობს 300 -დან 400 დოლარამდე. აპლიკანტების განცხადებები მიიღება ყოველწლიურად 1 იანვრიდან 30 აპრილამდე.

Chinese Government Scholarship Scheme - სტიპენდიების პროგრამა შეიქმნა ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ის ორიენტირებულია უცხოელ სტუდენტებზე , რომელთაც სურთ ჩინეთის უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების მიღება . საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტების ყოველთვიური სტიპენდია განსხვავებულია. მომავალი ბაკალავრები და ენის კურსების სტუდენტები იღებენ 200 დოლარზე მეტს ყოველთვიურად, მომავალი მაგისტრები - იღებენ 250 დოლარზე მეტს, დოქტორანტები კი თვეში 300 დოლარზე მეტს. ეს თანხა საკმარია ჩინეთში ცხოვრებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 1 იანვრიდან 30 აპრილამდე.

China/Shanghai Cooperation Organization Scholarship Schemeეს სტიპენდია ორიენტირებულია ბაკალავრის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის პროგრამის სტუდენტებისათვის (იმ უცხოელი სტუდენტებისთვის რომლებიც არიან ყაზახეთის, რუსეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ქვეყნებიდან ). დოქტორანტები იღებენ 300 დოლარზე მეტს , მაგისტრები 250 დოლარზე მეტს , ბაკალავრები კი 200 დოლარს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: