ადამიანის პორტრეტი, სტრესის დროს, ძალიან მოსაწყენად გამოიყურება: კოპები - შეკრული, კანი კი შეწითლებული და გამომშრალია. დროთა განმავლობაში, ჩნდება ანთებითი პროცესები და მუქი წრეები თვალების გარშემო.

სტრესს სხეულზე გაცილებით მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სტრესმა შესაძლოა კანის სერიოზული პრობლემები და დაზიანება გამოიწვიოს, რასაც დროული მკურნალობა სჭირდება.

სიმშრალე

კანის სიმშრალე ქრონიკული სტრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, რაც გამოწვეულია სითხის გადაჭარბებული დაკარგვით. კანის გაუწყლოება იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის მოშლას. ასეთ დროს გამოხატულია კანზე მტკივნეული შეგრძნება, ანთებითი პროცესები და ა.შ. მისი ბალანსის აღსადგენად საჭიროა ლიპიდური სინთეზის პროცესის დროული აღდგენა, კანის საფუძვლიანად გასუფთავება, დატენიანება ბუნებრივი ზეთის, მჟავების, ემოლენტურ-ცხიმოვანი პროცედურის გამოყენებით, რომლებიც კანზედამცავ ბარიერს ქმნის.

სიწითლე

ვარსკვლავური ფორმის სისხლძარღვების გახშირება სახეზე ქრონიკული სტრესის კიდევ ერთი შედეგია. კანზე სიწითლე ჩნდება სისხლის მოულოდნელი, ჭარბი ნაკადის ზეწოლის გამო, რომელიც გამომუშავდება კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) ფონზე, რაც სისხლძარღვებს თხელსა და მყიფეს ხდის.

მუდმივმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს როზაცეა-კანის ანთებითი დაავადებები. პრობლემიდან გამოსავალი შესაძლოა მოძებნო კანისთვის კაპილარული დამცავის გამოყენებით და დამამშვიდებელი თვისებების მქონე პროდუქტების არჩევით.

ექსპერტის აზრით, ამგვარი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია გამოიყენო ყვითელი სპექტრის LED-შუქით თერაპიის პროცედურები: ის კანში 1.2 მმ სიღრმეზე აღწევს, ამშვიდებს და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.

მოდუნებული კანი, მუქი წრეები და შეშუპება

კორტიზოლისგან განსხვავებით ადრენალინი კაპილარების სპაზმს იწვევს და არღვევს ჟანგბადის მეტაბოლიზმს ორგანიზმში. გასაკვირი არ არის, რომ სტრესის შემდეგ სახის ფერი ხდება უსიცოცხლო. ლიმფური სისტემა ასევე დიდ გავლენას ახდენს სტრესის ჰორმონებზე. მისი ფუნქციის დარღვევით ქსოვილებში ნარჩუნდება სითხე, რის შედეგადაც შეშუპება ვითარდება. ამავდროულად შესაძლოა განვითარდეს მუქი წრეები თვალების გარშემო, რაც, ერთი შეხედვით, ადვილად შესამჩნევია.

სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრებში პრობლემის გადასაჭრელად სავარაუდოა შემოგთავაზონ ლიმფის მანუალური დრენაჟი და კომპრესული თერაპია.

ლიმფის მანუალური დრენაჟი არის მასაჟის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც სრულდება ძალიან მსუბუქი, ეფლორაჟის ტიპის მასაჟის ილეთით. მისი მიზანია:

  • ლიმფურ სადინართა კედლის ტონუსის გააქტიურება;
  • შეგუბებული ლიმფის გადაადგილება ფიზიოლოგიური მიმართულებებით;
  • რეგიონალური ლიმფური კვანძების უკმარისობის ან არარსებობის შემთხვევაში, პროცესი ჯანმრთელი ლიმფური კვანძების მიმართულებით ნაწილობრივი გადაწყობის შესაძლებლობას იძლევა.

კანის ნაადრევი დაბერება

სტრესი უარყოფითად მოქმედებს სახის კონტურებსა და ოვალზე. პაციენტმა შესაძლოა განიცადოს კუნთების მოდუნება და სახეზე მცირე მიმიკური ნაოჭები გაჩნდეს. ქრონიკული სტრესის შემდეგ ძლიერდება ინვოლუციური პროცესები, რომლის მიზეზითაც ქვეითდება რეგენერაციული ფუნქცია, კანი კარგავს სითხეს, ჰიალურონის მჟავას და ვლინდება დაბერების პირველი ნიშნები.

პრობლემის თავიდან აცილების მიზნით სპეცილისტები ბიორევიტალიზაციას გირჩევენ. ბიორევიტალიზაციის შემდეგ, სახის ფერი უმჯობესდება, კანი ხდება უფრო გლუვი და გამკვრივებული, მცირე ნაოჭები ქრება. პროცედურა ხორციელდება 25 წლის ასაკიდან, პროცედურა წელიწადში ერთ ან ორ სეანსს მოიცავს. ხოლო 35 წლის ზემოთ კი ინექციის რაოდენობა იზრდება.

ხშირად გაიღიმე, შეინარჩუნე დადებით განწყობა. ღიმილი უდიდესი მკურნალია როგორც შენზე, ისე შენს გარშემო მყოფ ადამიანებზე.