„ლე ზლატანი“

ძალიან ბევრი გულშემატკივარი აღმერთებს იბრაჰიმოვიჩს და მის მიმართ პატივისცემას სხვადასხვა ხერხებით გამოხატავენ.

მისი პარი სენ-ჟერმენში გადასვლით გამოწვეული სიხარული ფრანგმა გულშემატკივრებმა განსაკუთრებული სახით გამოხატეს და „დოდის კაფეში“ ზლატანის სახელობის ბურგერი შექმნეს. „ლე ზლატანი“ არის გიგანტური ბურგერი (600 გრ.), რომელიც მიჩნეულია, როგორც ყველაზე სასურველი ბურგერი.

ლე ზლატან

ლე ზლატან

იგი შეიცავს 600 გრამ დაკეპილ ძროხის ხორცს ხახვთან, ბეკონთან და 3 სახის ყველთან ერთად. ეს ყველაფერი მოთავსებულია უზარმაზარ ბურგერის პურში, რომელიც ასევე სპეციალურად ამ ბურგერისთვის დამზადდა.

„დოდის კაფეს“ მენეჯერმა ჟან-ფილიპ გღანდინმა დაადასტურა, რომ ჯერ მხოლოდ შვიდმა ადამიანმა შეძლო მისი ბოლომდე მირთმევა და მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც თავად ზლატარი გასინჯავს საკუთარი სახელობის ბურგერს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 6 სხვადასხვა კლუბის სახელით ითამაშა

მიუხედავად არცერთი გამარჯვებისა, ზლატანი ერთადერთია, რომელმაც 6 სხვადასხვა კლუბით ჩემპიონთა ლიგაში მიიღო მონაზილეობა. ესენია : აიაქსი, ბარსელონა, იუვენტუსი, მილანი, ინტერი მილანი და პარი სენ-ჟერმენი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

მიუხედავად იმისა, რომ მან მოიგო ევროპის ლიგა, ჩემპიონთა ლიგა მის ოცნებად რჩება. გასაკვირია, თუმცა ფაქტია, რომ ბარსელონამ და ინტერი მილანმა მოიგეს ჩემპიონთა ლიგა 2010 და 2011 წლებში, სწორედ მას შემდეგ, როცა ზლატანი წავიდა.

ზლატანს უყვარს „ნაიარევი სახე“

იბრაჰიმოვიჩის ყველაზე საყვარელი ფილმი სწორედ „ნაიარევი სახეა“/ შვედი თავდამსხმელი რჩეულ ფილმს წელიწადში 2-3ჯერ მაინც უყურებს. ასევე, მისი განცხადებით, სადილად ვინმეს მიწვევა რომ შეეძლოს, ეს სწორედ ალ პაჩინო იქნებოდაო.

ალ პაჩინო ფილმიდან

ალ პაჩინო ფილმიდან "ნაიარევი სახე"

საუკუნის მეგობრობა

ზლატანისა და მაქსველის მეგობრობა, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებულია ფეხბურთის ისტორიაში. ორივე ერთად თამაშობდა აიაქსში, ბარსელონაში, ინტერი მილანსა და პარი სენ-ჟერმენში.

იბრაჰიმოვიჩი და მაქსველი

იბრაჰიმოვიჩი და მაქსველი

როდესაც, 2011 წელს ზლატანმა აიაქსთან ხელშეკრულება გააფორმა, ამსტერდამში პირველად შეხვდა მაქსველს. სწორედ ამ დროიდან იქყება მათი მეგობრობა. ახალგაზრდობის წლებში, იბრაჰიმოვიჩი უფრო მეტად ხელმოკლე იყო და სწორედ მაქსველი ზრუნავდა მასზე.

მოთამაშე, რომელმაც ზლატანი მოატყუა

ყველას არ ძალუძს იბრაჰიმოვიჩის მოტყუება, თუმცა ერთმა ფეხბურთელმა ნამდვილად შეძლო.

ეს ფეხბურთელი ოურელიან შეჯუ აღმოჩნდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ლილი პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ თამაშობდა.

ოურელიან შეჯუ

ოურელიან შეჯუ

როდესაც შეჯუმ გადაწყვიტა იბრაჰიმოვიჩის მოტყუება, მან მიზანს მიაღწია, რაზეც ზლატანმა ღიმილით უპასუხა და დააფასა ოპონენტის პროფესიონალიზმი.

საინტერესო და ყველაზე სასაცილო მომენტი კი არის ის, რომ თამასი პსჟ-ს სასარგებლოდ 1:0 დასრულდა, რომელიც შეჯუს ავტოგოლის დამსახურება იყო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

გადაცემის „დილა შენთვის“ სტუმარმა, მწერალმა გურამ მეგრელიშვილმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული ნაშრომი განიხილა და მისი ცხოვრების რთულ ეტაპებზე ისაუბრა.

„ეს არის ამ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, სადაც ზლატანის საჯარო აღსარებას გაეცნობით. რამდენადაც ადამიანს შეუძლია იყოს გულწრფელი და საზოგადოებას ბოლომდე გაეხსნას, ზლატანი სწორედ ამას აკეთებს.“ - გურამ მეგრელიშვილი

გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ რადიო Jako FM-ის Facebook გვერდზე.

გურამ მეგრელიშვილი

გურამ მეგრელიშვილი