ქალაქ ნანძინის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას სუნ იატსენის მავზოლეუმი წარმოადგენს.

სუნ იატსენი - ჩინელი რევოლუციონერი, გომინდანის პარტიის დამაარსებელი. 1940 წელს სუნ იატსენს სიკვდილის შემდეგ „ერის მამის“ ტიტული მიანიჭეს. ის 1925 წლის 12 მარტს პეკინში გარდაიცვალა. საკუთარი ანდერძის მიხედვით, ცნობილი მოღვაწე ნანძინში, ცზინცზინშანის მთაზე მდებარე მავზოლეუმში დაკრძალეს.

   სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

 სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

კომპლექსის კომპოზიცია ძველი ჩინური არქიტექტურის სტილშია შესრულებული, ოღონდ ევროპული ხუროთმოძღვრების ელემენტებითა და ტექნიკით. შედეგად, მავზოლეუმი შესანიშნავად ჩაჯდა მთიანი ლანდშაფტის ულამაზეს პანორამაში. ფერთა ჰარმონია მთლიანი კომპლექსის მონუმენტალურობას უსვამს ხაზს. ჩინეთში მას „ჩინური არქიტექტურის ახალი ისტორიის პირველ აკლდამას“ უწოდებენ.

 სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

 სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

მავზოლეუმი ულამაზეს საპარკო ზონაში მდებარეობს. კომპლექსის საერთო ფართი 80 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. მისი აშენება 1926 წელს დაიწყო და 1929 წელს დასრულდა. საკუთარი არქიტექტურული თავისებურებების წყალობით, 1961 წელს სუნ იატსენის მავზოლეუმი ჩინეთის სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული ძეგლების რეესტრის პირველ ჯგუფში შეიყვანეს. 2006 წელს აღნიშნულ ძეგლს უმაღლესი სახელმწიფო კატეგორია (5A) მიენიჭა.

აკლდამა ჯუნშანის ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული. არქიტექტურული კომპლექსი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ადის. პროექტით გათვალისწინებულია ცენტრალური ღერძი, რომლის გასწვრივ კომპლექსის მთავარი ნაგებობებია განლაგებული.

 სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

 სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

სუნ იატსენის მავზოლეუმი - „ჯუნშან ლინი“ (Zhongshan Ling)

კომპლექსის ნაგებობები:

საკონცერტო მოედანი

საკონცერტო მოედანი მავზოლეუმის სამხრეთით მდებარეობს. მისი ფართი დაახლოებით 250 კვადრატული მეტრია. მის უკან აღმართულია კედელი-ეკრანი, რომლის სიმაღლე 11,3 მეტრია. ეკრანს განსაკუთრებული აკუსტიკური ეფექტი გააჩნია და შეუძლია ხმის კონცენტრირება. ღია ცისქვეშ აშენებული მარაოს ფორმის მაყურებელთა დარბაზი 3 000 ადამიანზეა გათვლილი.

ლიუჰოისეს ტალავერი

ლიუჰოისეს ტალავერს ასევე „შუისე“-ს უწოდებენ. ეს მავზოლეუმის კომპლექსის ერთ-ერთი ღირსსახსოვარი ნაგებობაა, რომელიც 1932 წელს სახმელეთო ჯარების ცენტრალური სკოლის ოფიცერთა ფულით აშენდა. ტალავერი სამი მხრიდან პატარა ტბებით არის გარშემორტყმული, ნაპირს კი კიბეებით უერთდება. „შუისე“-ს იატაკი ფაიფურის წითელი ფერის აგურებით არის ინკრუსტირებული. კალიგრაფიული მიძღვნა 流徽榭 (ლიუ-ჰოი-სე) ხუანპუს სამხედრო სკოლის კურსდამთავრებულის - მარშალ სიუი სიანციანის კალიგრაფიაშია შესრულებული.

ცანძინის პავილიონი (კანონთა საცავი)

ცანძინის პავილიონი სუნ იატსენის მემორიალურ მუზეუმს წარმოადგენს. პავილიონი აკლდამასა და ლინგუ-სის ტაძარს შორის მდებარეობს. აქ ინახება სუნ იატსენის პირადი ნივთები. სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს მთავარ შენობას, ბერების კელიებსა და მემორიალურ ანფილადას. მთავარი ნაგებობა სატაძრო არქიტექტურის ტრადიციულ სტილშია შესრულებული. მას უერთდება 125-მეტრიანი გალერეა, რომლის კედლებს სუნშანის მთებიდან ჩამოტანილი ქვის 138 სტელა ამშვენებს. თითოეულ სტელაზე დატანილია ტექსტები, რომლებიც სუნ იატსენის მიერ ფორმულირებული „სამი სახალხო პრინციპის“ შინაარსს გადმოსცემენ, კერძოდ კი ეს არის პატრიოტიზმი, დემოკრატია და ხალხის კეთილდღეობა.

მეილინის რეზიდენცია

მეილინი - ჩინეთის რესპუბლიკის ცნობილი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწის, გომინდანის პარტიის ხელმძღვანელის ჩან კაიშის მეუღლის სახელია.

Related Articles

  • შილინის ქვის ტყე

მეილინის სახლი წარმოადგენს სააგარაკო კოტეჯს, რომელშიც მეუღლეები ჩან კაიში და სუნ მეილინი ცხოვრობდნენ.

ნაგებობის ოფიციალური სახელწოდებაა - ეროვნული მთავრობის თავმჯდომარის რეზიდენცია.

სამსართულიან არქიტექტურულ კომპლექსს ზურმუხტის მოჭიქული კრამიტი ამშვენებს, მოჭიქული კარნიზი კი მითიური ფენიქსების 100 ქანდაკებით არის მორთული. რეზიდენცია, ისევე როგორც შიდა ინტერიერი, მდიდრულ სტილშია შესრულებული. მეილინის რეზიდენციის კომპლექსი ტყეპარკში მდებარეობს, სადაც მუდამ სიმშვიდე და სიწყნარეა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: