თაფლის ბაქტერიციდული თვისებები მრავალსაუკუნოვანი დაკვირვების შედეგადაა დამტკიცებული. კალიუმის მაღალი შემცველობის ხარჯზე მასში ბაქტერიები არ არსებობენ. კალიუმი ბაქტერიებს ართმევს ტენს, რომლის გარეშეც მათი არსებობა შეუძლებელია.

თაფლის შემადგენლობაში შედის რკინა, სპილენძი, მანგანუმი, სილიციუმი, ქლორი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, ალუმინი, მაგნიუმი.

თაფლი ბავშვთა კვებაში

საკვებში თაფლის 1 კოვზის დამატებით ბავშვს თავიდან ააცილებთ მეტეორიზმის და ყაბზობის პრობლემას. ჩვილებისთვის, რომლებიც ალერგიულები არ არიან, შესაძლებელია თაფლის გამოიყენება როგორც მეტეორიზმის საწინააღმდეგო და მუცლის ტკივილის შემამსუბუქებელი საშუალება.

Related Articles

  • პროდუქტები, რომლებიც ერთად არ უნდა მიიღოთ

ღამის ენურეზი (შარდის შეუკავებლობა) პატარებში

თუ ძილის წინ თქვენ პატარას 1 ჩ/კ თაფლს მისცემს, ღამით შარდის შეუკავებლობისგან დაიცავთ. დამტკიცებულია, რომ თაფლი ახდენს ორმაგ მოქმედებას: მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი საშუალება, იზიდავს და ინარჩუნებს ტენს ღამის პერიოდში, რაც თირკმელებს ზედმეტი დატვირთვისგან იცავს.

თაფლი როგორც საძილე საშუალება

თუ ღამით ძნელად იძინებთ ან დაძინების შემდგომ ადვილად გეღვიძებათ, თაფლი უნდა მიირთვათ. თუ ყოველდღიურად ვახშამზე 1 ს/კ თაფლს მიიღებთ, იგრძნობთ, რომ თანდათანობით უძილობის პრობლემა გაქრება.

თაფლი და კუნთების კრუნჩხვა

დროდადრო შესაძლოა ფეხისა და ტერფის კუნთების სპაზმმა შეგაწუხოთ. ყოველი ჭამის დროს 2 ჩ/კ თაფლის მიღებით ერთი კვირის განმავლობაში, მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

თაფლი და დამწვრობის მკურნალობა

თაფლი ანელებს ტკივილის გრძნობას და თავიდან აგაცილებთ წყლულის გაჩენის საშიშროებას. კანის დამწვრობა მარტივად იკურნება თაფლის დაზიანებული ადგილზე წასმით.

თაფლი და ჰიპერტონია (მაღალი წნევა)

თუ თაფლს გამოიყენებთ ყოველი ჭამის დროს, იგი შეიწოვს ჭარბ ტენს სისხლიდან, რის ხარჯზეც შეამცირებს სისხლის წნევას. ის ასევე მოქმედებს როგორც ტრანკვილიზატორი, ამცირებს შიშს და დაძაბულობის შეგრძნებას.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: