ლაზერული ეპილაცია, მისი გამოყენების ჩვენება და დადებითი ეფექტი. ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი თამარ ცინაძე გადაცემაში ,,სილამაზე და ჯანმრთელობა“ საუბრობდა.

თამარ ცინაძე: „ლაზერული ეპილაცია არის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროცედურა, არასასურველი თმისგან გასათავისუფლებლად. ჩვენს კლინიკაში ,,ტოტალ შარმში“ წარმოდგენილია უახლესი თაობის იტალიური ბრენდის ალექსანდრიტის ლაზერი რომელიც ძალიან ეფექტური, უსაფრთხო და უმტკივნეულო გახლავთ. მას არ გააჩნია ის გვერდითი ეფექტები რაც ზოგადად ალექსანდრიტის ლაზერს აქვს მტკივნეულობის კუთხით. ამ შემთხვევაში პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა იმის გამო რომ მას აქვს თავაკი რომელიც დაფარულია მინერალითნ და გააჩნია მოყინვის ეფექტი.

გვერდითი ეფექტები არის მინიმალური ვინაიდან არ ხდება კანის გახურება, ამავდროულად შესაძლებელია რუჯის დროს გამოყენება. გააჩნია უსაფრთხო, უმტკივნეულო ეფექტი და რაც მთავარია კომფორტულია პაციენტებისთვის“.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: