ცივი, სუსხიანი დღეების ფონზე კანი იწყებს გამოშრობას და ხდება მისი გამოფიტვა. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ზამთრის ცივ პერიოდში კანმა შეინარჩუნოს ჯანსაღი იერი. ამ თემებზე გადაცემაში ,,სილამაზე და ჯანმრთელობა“ დერმატო-კოსმეტოლოგი ტატიანა პაიკიძე საუბრობდა.

ტატიანა პაიკიძე: „სილამაზე ეს არის ყოველდღიური შრომა, ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ კანზე და განსაკუთრებით სახის კანზე, არა მარტო სახლის პირობებში არამედ ეს უნდა გამოიხატებოდეს კოსმეტოლოგთან ვიზიტშიც. დგება შემოდგომა კანის ჰიდრორეზერვი იკლებს და შესაბამისად საჭირო ხდება დამატენიანებელი კრემების გამოყენების პარალელურად მიხვიდეთ კოსმეტოლოგთან ვიზიტზე. პროცედურები რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგნაირია: მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პილინგი, პლაზმოლიფტინგი. თითოეული ქალბატონი თავად ირჩევს მისთვის სასურველ და საჭირო პროცედურას რა თქმა უნდა ექიმი კოსმეტოლოგის რეკომენდაციის ფონზე“.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: