თავზურგტვინის სითხის გამომუშავება აქტიური პროცესია. შესაბამისად, ნორმალური წნევის შესანარჩუნებლად სამივე კომპონენტი, კერძოდ: თავის ტვინის, სისხლისა და თავზურგტვინის სითხის მოცულობა მუდმივი უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანმა მოიმატა, დანარჩენები იკლებს და კომპენსატორული მექანიზმების ამოწურვამდე ნორმალური წნევის შენარჩუნება ხერხდება, ამ მექანიზმების ამოწურვის შემდეგ კი მომატებული ქალასშიგა წნევის სიმპტომები რჩება და სხვადსახვა სიმპტომებით იჩენს ხოლმე თავს.

ქალასშიგა წნევა ბავშვებში ფიზიოლოგიურად შესაძლებელია დროებით განვითარდეს, ეს არ განეკუთვნება პათოლოგიათა რიცხვს და შესაბამისად, არც მკურნალობაა საჭირო. წნევის ასეთი ტიპის მატება, როგორც წესი, ტირილის და დეფეკაციის დროს ვითარდება.
ფიზიოლოგიური წნევის მატებისგან განსხვავებით, პათოლოგიური ქალასშიგა ტვინის სტრუქტურული ცვლილებები მუცლადყოფნის პერიოდს უკავშირდება.
პათოლოგიური ნიშნით გამოვლენილი ქალასშიგა წნევა, განსაკუთრებით ჩჰგავს ახალშობილებში საკმაოდ გავრცელებულ პრობლემას- ნერვულ-რეფლექტორული აღგზნების სინდრომს.
გამომწვევი მიზეზები - პათოლოგიური ნიშნით გამოვლენილი ქალასშიგა წნევა შესაძლოა მუცლადყოფნის დროს, დედის ინფექციურმა დაავადებებმა გამოიწვიოს, კერძოდ: ციტომეგალოვირუსმა, სიფილისმა, ტუბერკულოზმა და ა.შ.
ქალასშიგა წნევა ასევე ვითარდება სამშობიარო ტრავმების და სისხლჩაქცევების ფონზე.
გამოვლენილი სიმპტომები - ქალასშიგა წნევის მომატების დროს აღინიშნება შემდეგი სახის სიმპტომები: მოუსვენარი ძილი, კუნთოვანი ტონუსის ცვლილება, ხშირი ამოსუნთვა, გარშემოწერილობის მკვეთრი ზრდა, ყიფლიბანდის დაჭიმვა და ა.შ.
კლინიკური სურათი - დაავადების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ულტრაბგერითი კვლევა, ყიფლიბანდის დახურვამდე ასევე იყენებენ ნეიროსონოსკოპიას. შემდოგომში კი დიაგნოსტიკის მიზნით მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება.