2019 წლის 21 დეკემბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში ოფიციალურად გაიხსნა კონფუცის ინსტიტუტი. კონფუცის ინსტიტუტის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ლი იანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ლი იანი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ლი იანი

ელჩების სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაესვა განათლებაში მიღწეულ შედეგებსა და რეფორმებს და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც თბილისის ღია უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი სთავაზობს ახალგაზრდებს. ზუსტად ორი წლის თავზე ჩვენ შევძელით გავმხდარიყავით კონფუცის ინსტიტუტი, რაც რეალურად არის უსაზღვრო შესაძლებლობა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან დაინტერესებულები ჩინეთით, ჩინური ენით, კულტურით, ეკონომიკითა და ა.შ.

.

.

თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორის თქმით, აღნიშნული კონფუცის კლასი იქნება ხელმისაწვდომი ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ჩინურ ენას და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლოს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: