2019 წელს TEDxTbilisi ღონისძიების თემას ცხოვრების ხელოვნება წარმოადგენს. სხვადასხვა პროფესიის და ასაკის 9 სპიკერი გაერთიანდება ამ თემის გარშემო სასაუბროდ და მათი ინოვაციური პროდუქტის, ხედვის თუ იდეის TEDx აუდიტორიისათვის გასაზიარებლად.

ღონისძიება 14 დეკემბერს 11:00 – 16:30 საათამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ერთი დღის განმავლობაში 7 ქართველი და 2 უცხოელი სპიკერი თავიანთ ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს აუდიტორიას გაუზიარებს. წელს ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რაც ნიშნავს რომ სტუმრებმა 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია TEDxTbilisi-ის ფეისბუქ ან ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე:

ფეისბუიქის ლინკი: https://www.facebook.com/events/505211220068154/

ვების ლინკი: http://www.tedxtbilisi.com/news/tedxtbilisi2019-registration

TEDxTbilisi2019 სპიკერების ვინაობა უკვე ცნობილია:

რატი ღოლიჯაშვილი

მაკო ქავთარაძე

ხატია გაბისონია

ჯერი ოსბორნი (გამოსვლა იქნება მხოლოდ ინგლისურ ენაზე)

მანუჩარ ჩიტაიშვილი

თათა რატიშვილი

ლიკა დუმბაძე

მარია ბაიერ დ’ორაციო (გამოსვლა იქნება მხოლოდ ინგლისურ ენაზე)

გიორგი თუმანიშვილი

ღონისძიების მედია პარტნიორია FOR YOU მულტიმედია ჯგუფი

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: