საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.

წელს პირველად ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ოთხ, მე-3, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონში გაიშალა და 70-მდე მონაწილე და ასზე მეტი ღონისძიება გააერთიანა.

პირველად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 30 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა გამომცემელთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც სფეროს წარმომადგენლები, ქართველი და საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით, საავტორო უფლებების, საგანმანათლებლო გამოწვევების, გამოხატვისა და გამოცემის თავისუფლების შესახებ იმსჯელეს.

ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა ფინეთი იყო. 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იყვნენ ფინელი მწერლები: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი.

თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.