თბილისში BOAO-ს აზიის ფორუმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა სასტუმროში Rooms Hotel-ში ჩატარდა. ღონისძიება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და მედია ჰოლდინგ GBTIMES Georgia-ს ორგანიზებით განხორციელდა.

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ და GBTIMES Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ტარახჩევმა აუდიტრიას იმ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მომენტებზე ესაუბრეს, რომელიც ბოაოს 2018 წლის ფორუმზე გამოიკვეთა.
„ბოაოს აზიის 2018 წლის ფორუმზე პრეზიდენტმა სიმ მოხსენება გააკეთა, სახელწოდებით „გახსნილობა - კეთილდღეობისთვის, ინოვაცია - უკეთესი მომავლისთვის“, რომელშიც შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ძირითადი მომენტი. პირველი, წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებიდან 40 წელი შესრულდა. ამ 40 წლის მანძილზე ჩინელმა ხალხმა შეუპოვარი ბრძოლით ჩინეთის გრანდიოზული გარდაქმნა მოახერხა და დასაბამი დაუდო ჩინური სპეციფიკის მქონე სოციალიზმის გზას. მეორე, დღეს მსოფლიოში მშვიდობიანი თანამშრომლობის, გახსნილობის, ტრანსფორმაციისა და ინოვაციის ტალღა აგორდა. ქვეყნებმა უნდა გააერთიანონ მორალური და ფიზიკური ძალისხმევა „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შესაქმნელად, მშვიდი, აყვავებული, ღია და ლამაზი აზიისა და მსოფლიოს შესაქმნელად. მესამე, გასული 40 წლის მანძილზე ჩინეთმა გახსნის შედეგად მიაღწია ეკონომიკურ განვითარებას. მომავალშიც ჩინეთის ეკონომიკის მაღალხარისხიანად განვითარების საფუძველი კიდევ უფრო ღია პოლიტიკა იქნება. მეოთხე, გახსნილობის პოლიტიკის კიდევ უფრო გაფართოებისთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი ზომების მიღებას გეგმავს,“ - განაცხდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, ქართველი დელეგატის ფორუმზე მონაწილეობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოდან მხოლოდ სამ ადამიანს ხვდა პატივი ხელი ჩამოერთვა ჩინეთის პრეზიდენტისთვის, მათ შორის GBTIMES Georgia-ს გენერალურ დირექტორ მიხეილ ტარახჩევს.

„ჩინური მედია საშუალებების მიწვევით, მედია ჰოლდინგ GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი მიხეილ ტარახჩევი დაესწრო წლევანდელ ფორუმს. მას პატივი ხვდა წილად მონაწილეობა მიეღო პრეზიდენტ სიძინფინგთან დაგეგმილ შეხვედრაში და მასთან სამსახსოვრო ფოტოც გადაიღო,“ - აღნიშნა ძი იანჩიმ.

BOAO-ს აზიის ფორუმის პრეზენტაციაზე მიხეილ ტარახჩევი აუდიტორიის წინაშე ფორუმის მთავარი მომენტებისა და ბიზნესისა და მედიის კუთხით ფორუმის მნიშნელოვანი აქცენტების მიმოხილვით წარსდგა.

„BOAO-ს ფორუმში მონაწილეობა ჩემთვის, როგორც საქართველოს ერთადერთი წარმდგენისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო, რადგან მქონდა საშუალება გავცნობოდი ჩინეთში მედიის ტრანსფორმაციის პროცესს და უკეთ აღმექვა ის გამოწვევები, რომლებიც დღეს, უკვე ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ ქვეყანას აქვს. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ფორუმის გახსნის და თავისი გამოსვლის წინ სწორედ მედია ლიდერებს შეგვხვდა, გაგვიზიარა თავისი კეთილგანწყობა და დააფიქსირა თანამშრომლობის უდიდესი სურვილი ჩვენს ქვეყნებთან,“ - განაცხადა მიხეილ ტარახჩევმა.

BOAO-ს ფორუმი ჰაინანის პროვინციაში 8-11 აპრილს გაიმართა. მასში ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მედია ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

BOAO-ს აზიის ფორუმის პრეზენტაცია თბილისში

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: