Related Articles

27 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩინური ხელოვნების გამოფენა გაიხსნება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

ექსპოზიცია ადრეული შუა საუკუნეებიდან თანამედროვე პერიოდს მოიცავს. ძველი ჩინური კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ექსპონატები მუზეუმის სამ დარბაზშია განთავსებული. გამოფენაზე ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული ხელოვნების ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა დამთვალიერებლებს 2020 წლის 1 თებერვლამდე ელოდება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: