2018 წლის 27 აპრილს, "The Biltmore Hotel Tbilisi"-ში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის მასპინძლობით საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

აღნიშნული ფორუმი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ივანე დოლიძემ გახსნა, რომელმაც საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელს გუანდუნის პროვინციაში, ჩინეთში და სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის დამფუძნებელს ბექარ მიქაბერიძეს ასეთი მასშტაბური ფორუმის ორგანიზებისა და გამართვისთვის.

საქართველო - ჩინეთის ბიზნეს ფორუმს ჩინეთიდან ჩამოსული 30 დელეგატი ესწრებოდა, აქედან სამი წარმომადგენელი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ღონისძიების მსვლელობის მთავარი ნაწილი თანამშრომლური მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი გახლდათ, რომელიც ,,ჯონგძიას საერთაშორისო სავაჭრო კომპანიასა და ჯონგ’ს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის თანამშრომლურ შეთანხმებას ითვალისწინებს ქართული "Duty Free Shop"-ების გახსნისა და მართვის მექანიზმის გადაცემის შესახებ ჩინეთის სრულ ტერიტორიაზე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ჯემალ ფუტკარაძემ ერთ-ერთ დელეგატს, ლი სუეჯ’ნს, როგორც სარტყლისა და გზის ქართული კულტურის გაცვლის ელჩს, ქალაქ ხ’ძს TusStar -ს, როგორც სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის ტექნოლოგიური გაცვლის ცენტრს და ჯონგ’გს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას, როგორც სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის Duty Free Shop”-ების მმართველ კომპანიას ჩინეთში, სერტიფიკატები გადასცა.

ფორუმის დასასრულს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში ბექარ მიქაბერიძემ ჩინეთიდან ჩამოსული დელეგატები ქართული წარმოების საჩუქრებით დააჯილდოვა.

ფორუმის დასრულების შემდეგ კი სტუმრებმა ბოლრუმში გადაინაცვლეს, სადაც 70 ქართული კომპანიის 500 დასახელების პროდუქცია იყო წარმოდგენილი. აღნიშნული გამოფენა უპრეცედენტოდ მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის გახლდათ. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია ჩინეთიდან ჩამოსულმა დელეგატებმა დაათვალიერეს, შეისწავლეს და უახლოეს მომავალში, სარტყლისა და გზის საქათველოს ბიზნეს სახლის მეშვეობით, აღნიშნული პროდუქციის დიდი ნაწილი ჩინეთში გახსნილ ქართულ "Duty Free Shop"-ებში გაიყიდება.

გამოფენაზე მყოფმა ქართველმა მეწარმეებმა ბექარ მიქაბერიძეს საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმისა და ქართული პროდუქციის გამოფენის ორგანიზებასა და გამართვაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: