შემოდგომა ოქროს სეზონია, კლიმატი თბილი და მზიანი, მუდამ გარეთ გიხმობს. ზაფხულის ცხელი დღეების დასრულების შემდეგ, ბუნებრივია სურვილი გაქვს განმარტოვდე, და სადმე, მშვიდ ადგილზე ქალაქთან ახლოს დაისვენო.

ჩურჩხელა, თათარა, საუკეთესო ღვინო, შემოდგომის მრავალფეროვანი ხილი და მისგან მომზადებული წვენები...

სწორად მიხვდი, კახეთი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კუთხეა, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს, და განსაკუთრებით შემოდგომაზე, უამრავი ადამიანი სტუმრობს.

სად შეგიძლია შეიგრძნო შემოდგომა მთელი არსით, რომელი ადგილები უნდა მოინახულო და რატომ, მომყევი და დაგეგმე ,,ოქროსფერი შვებულება“.

ყვარელი, ,,ილიას ტბა“

ილიას ტბა

ილიას ტბა

ილიას (ყვარლის) ტბა მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში, მდინარე დურუჯის ხეობაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ყვარლის ტბის სახელი რამდენიმე წლის წინ შეიცვალა და ილიას ტბა დაერქვა.

ილიას ტბას ერთი მხრიდან გარს ერტყმის ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორაკები, ხოლო მეორე მხარეს გაშენებულია დასასვენებელი პარკი, კაფეები, რესტორნები, ველობილიკი და სასტუმრო, რომელიც ტყეში მდებარეობს.

ილიას ტბას წელიწადის ნებისმიერ დროს, და განსაკუთრებით შემოდგომაზე, უამრავი ტურისტი სტუმრობს. იგი ადგილობრივებისთვისაც საყვარელი დასასვენებელი ადგილია.

ლოპოტას ტბა

ლოპოტას ტბა

ლოპოტას ტბა

ლოპოტას ტბა თბილისიდან 115, თელავიდან კი 26 კილომეტრში მდებარეობს. XIX საუკუნეში ლოპოტას ხეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულად მიიჩნეოდა, რომელიც იმ დროისთვის ვარდის პლანტაციებით იყო განთქმული.

მოგვიანებით, ტერიტორია რომანოვების მამულად ქცეულა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში პირველი ვარდის ზეთის საწარმო შეიქმნა. მიკროზონისა და ფრანგი სპეციალისტების დახმარებით, ლოპოტის პარფიუმერულმა ზეთმა პარიზის სუნამოების გამოფენაზე უდიდესი შეფასება მიიღო. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ზეთის საწარმომ შეწყვიტა ფუნქციონირება და მიტოვებულ შენობად იქცა. ლოპოტის თანამედროვე დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ვარდების ახალი პლანტაციების გაშენებაა დაგეგმილი.

დღეს ამ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური დასასვენებელი ადგილებია, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. შემოდგომის სეზონის ყველაზე მოთხოვნად ადგილზე შეგიძლია ნაყოფიერად და, რაც მთავარია, მრავალფეროვნად გაატარო დრო.

გასართობი საშუალებები: მრავალფუნქციური სასტუმრო, ველობილიკები, წყლის ველოსიპედები, ჩოგბურთის 2 მოედანი, მინი გოლფის მოედანი, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები, საჯირითო მოედანი, ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი, სათევზაო სივცე, 3 საცურაო აუზი, ღია ჯაკუზი და, რაც მთავარია, მრავალფეროვანი კერძები და საუკეთესო ხარისხის ღვინო.

გომბორი

გომბორი

გომბორი

გომბორის უღელტეხილი კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე მდებარეობს. უღელტეხილი შიდა კახეთს საავტომობილო გზით აკავშირებს გარე კახეთთან. ულამაზესი ტყე განსაკუთრებით შთამბეჭდავია შემოდგომაზე. თუ გსურს შეიგრძნო შემოდგომა და მისგან გამოწვეული სიხარული, ეს ადგილი უნდა მოინახულო.

მრავალფეროვანი ბუნება, საუკეთესო ხედები, საყვარელი ადამიანების გარემოცვა. მათთვის, ვინც ხანგრძლივ მგზავრობას ვერ იტანს, ეს ადგილი სწორედ მათთვისაა. გზაზე შეხვდები წყაროს და დასასვენებელ ადგილს, სადაც შეგიძლია გემრიელი კერძები და ღვინო მიირთვა. გომბორი ასევე საუკეთესოა ფოტოების გადასაღებად და სასიამოვნო წუთების აღსაბეჭდად.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: