2019 წელს TEDxTbilisi ღონისძიების თემას ცხოვრების ხელოვნება წარმოადგენს. სხვადასხვა პროფესიის და ასაკის 9 სპიკერი გაერთიანდება ამ თემის გარშემო სასაუბროდ და მათი ინოვაციური პროდუქტის, ხედვის თუ იდეის TEDx აუდიტორიისათვის გასაზიარებლად.

ღონისძიება 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება.

11:00 – 12:00 რეგისტრაცია

12:00 – 12:10 გახსნა (10 წუთი)

სპიკერები შემდეგ თემებზე ისაუბრებენ:

სექცია 1

ინტრო: ტედის ვიდეო (3 წუთი)

1. რატი ღოლიჯაშვილი (15 წუთი)

ფაგები: ბაქტერიებთან ბრძოლის თანამედროვე ეფექტური მეთოდი, რომელსაც შეუძლია ანტიბიოტიკებისადმი რეზუსტენტულობის გლობალური პრობლემის მოგვარება;

2. მაკო ქავთარაძე (15 წუთი)

სოციალური ენტრეპრენიურშიპი - რა ენერგიას ტოვებ შემდგომი თაობებისთვის

3. ხატია გაბისონია (18 წუთი)

გულის უჯრედების აღდგენის ახალი მიდგომა, რომელსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა ყოველწლიურად;

4. ჯერი ოსბორნი (15 წუთი)

მითები, ცრუ ინფორმაცია თანამედროვე სამყაროში

5. ტედ ვიდეო

სექცია 2

6. მანუჩარ ჩიტაიშვილი (15 წუთი)

მარკეტინგი, სიყვარული ბრენდების მიმართ

7. თათა რატიშვილი (15 წუთი)

მითები ვაქცინაციაზე. არის თუ არა ვაქცინაცია ნამდვილად ისეთი სახიფათო, როგორიც გვგონია?

8. ლიკა დუმბაძე (15 წუთი)

დაკვირვებები (ცხოვრებისეული გაკვეთილები) ქორწილების ორგანიზების გამოცდილებიდან;

9. მარია ბაიერ დ’ორაციო

დაბერების ახლებული ხედვა. სიბერე არ არის ჩაქრობის ეტაპი, იგი ძალიან ნაყოფიერი და აქტიური პერიოდი შეიძლება იყოს თუკი შევცვლით დამოკიდებულებას მის მიმართ;

10. გიორგი თუმანიშვილი (18 წუთი)

მეხსიერების აციფრვა და უკვდავება

ღონისძიების მედია პარტნიორია FOR YOU მულტიმედია ჯგუფი

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: