ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

Winmasters-ის გამოკითხვაში ქართველმა სპეციალისტმა 42 ქულა მიიღო და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა. მან ამ წოდების მომდევნო კანდიდატს 20 პუნქტით გაუსწრო. კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე კლუბების 13 მთავარი მწვრთნელიდან 12–მა ხმა ქეცბაიას მისცა. მეორე პოზოცოაზე იანის პეტრაკისი, მესამეზე კი დუშან კერკეზი აღმოჩნდნენ.

ოქტომბერში „ანორთოსისმა“ 4 თამაში ჩაატარა (ოლიმპიაკოსთან, ნეა სალამინასთან, აპოელ-სა და ეთნიკოსთან) და ოთხივეში გაიმარჯვა.