ზაფხულს ყველა სანაპიროზე ვერ ატარებს, თუმცა ყველას სურს მტვრისგან და დაბინძურებული გარემოსგან დისტანცირება მოახდინოს. თერმული წყლისა და სახის სპრეის საშუალებით შენ შეგიძლია ერთდროულად გამაგრილებელი შხაპი მიიღო მაშინ, როდესაც გსურს.

რა არის სახის სპრეი და როგორ უნდა გამოიყენო ის სწორად.

ძველი რომაელები იყვნენ პირველები, ვინც თერმული წყაროები აღმოაჩინეს. ის თავისი სამკურნალო თვისებების წყალობით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ბუნებრივი მინერალური წყალი, რადგან მასში უფრო მრავლადაა ელემენტების შემცველობა.

XV საუკუნეში ევროპელებმაც დაიწყეს მიწისქვეშა წყლების აქტიურად გამოყენება, მართალია, არა წყურვილის მოსაკლავად, არამედ კუჭ-ნაწლავის და სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. იმ პერიოდში აფთიაქებში მიწისქვეშა წყლები ექიმის დანიშნულებით იყიდებოდა.

საუკუნის შუა პერიოდში თერმული წყალი გამოჩნდა როგორც სახის მოვლის ერთ-ერთი საშუალება, ამის შემდეგ კი, როგორც სპრეი, ასევე სახის მოვლისთვის.

იმ მიზეზის გამო რომ მინერალურ წყლებს სხვადასხვა მწარმოებლები სხვადასხვა წყაროდან იღებენ, წყლის შემადგენლობა განსხვავებულია. ზოგს მეტი კალციუმი აქვს, ზოგს კი ნატრიუმი ან სელენი.

როგორ გამოვიყენოთ თერმული წყალი და სპრეი სწორად?

ახალი თაობის პროდუქტები განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. ისინი გამდიდრებულია ყველა სახის სასარგებლო დანამატებით (ეთერზეთები, მცენარეული ექსტრაქტები, გლიცერინი) და თითოეული თავის ფუნქციას საუკეთესოდ ასრულებს: ატენიანებს, აქრობს სიწითლეს, მკურნალობს ანთებით პროცესებს და ა.შ.

აგრეთვე არსებობს სპეციალური მაკიაჟის დამაფიქსირებელი სპრეი. ისინი ყველა ერთად უზრუნველყოფენ მაკიაჟის გამძლეობასა და ხანგრძლივობას.

რისთვის გამოვიყენოთ თერმული წყალი ?

თერმული წყალი შეგიძლია გამოიყენო ფოტნესის დროს, მზით დამწვრობის საწიინააღმდეგოდ, ასევე კანის ანთებითი პრობლემებისას.

დამატებითი ტენიანობისთვის

თერმულ წყალს გააჩნია უამრავი სასარგებლო თვისება, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ მისი წყალობით შესაძლებელია დამატენიანებელი ნაღაბი უფრო ეფექტური გახადო. კანის თერმული წყლით გასუფთავების შემდეგ, მანამ სანამ კანი შეშრება, წაისვი დამატენიანებელი კრემი იმისთვის რომ მისი სარგებლიანობა გაძლიერდეს.

მეტი ეფექტისთვის

თუ გსურს ბავშვივით ნაზი კანი გქონდეს, გამოიყენე თერმული წყალი. მაკიაჟის,შრატის, დამატენიანებლის, ტონალური კრემის გამოყენების შემდეგ. ასე კანს სიცოცხლისუნარიანობას და მეტ სიჯანსაღეს შესძენ.

თერმული წყალი ნაოჭების წინააღმდეგ

თერმული წყლის რეგულარული გამოყენება გიცავს მიმიკური ნაოჭების გაჩენისგან, აახალგაზრდავებს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, უზრუნველყოფს მას სასარგებლო მინერალებით. სძენს სიცოცხლისუნარიანობას და ჯანსაღ იერს.