ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ შანხაიში 100%-იანი კაპიტალით შვილობილი კომპანია შექმნა.

10 მაისს შანხაის პუდუნის რაიონის ბაზრის რეგულირების სამმართველოსგან კომპანია Tesla-მ სამეურნეო საქმიანობის დაწყების ლიცენზია მიიღო. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 მილიონ იუანს (დაახლოებით 15,67 მილიონ დოლარს) შეადგენს. შანხაის Tesla-ს ყველა აქცია სიანგანის Tesla-ს ეკუთვნის.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კომპანიის სამეურნეო საქმიანობა მოიცავს ელექტრომობილებს და მათ სათადარიგო ნაწილებს, აკუმულატორებს, ფოტოელექტრო პროდუქციას და ა.შ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ენერგიის ახალ წყაროზე მომუშავე ავტომობილების ჩინური ბაზარი უფრო ხელმისაწვდომი ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, რამაც Tesla-ს შანხაიში საკუთარი პროდუქციის გამოშვების შესაძლებლობა მისცა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: