National Geographic Magazine საქართველოს საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში გაიმართა დათო ტურაშვილის ლექციას "ტიბეტი არ არის შორს".

დათო ტურაშვილი: "პირველი, ვინც ქართველ მწერლებს შორის ტიბეტი ახსენა, მგონი, შოთა რუსთაველი იყო, მაგრამ ტიბეტისადმი ინტერესი საქართველოში ალბათ მანამდეც არსებობდა, სანამ "ვეფხისტყაოსანი" დაიწერებოდა.

თუმცა, ჩემი მოკრძალებული მიზანი არა ზემოთქმულის კვლევა, არამედ თქვენთვის იმ ზღაპრული ქვეყნის გაცნობაა, სადაც ქართულ კინოექსპედიციასთან ერთად 2054 წელს ვიმოგზაურე".