ქალბატონებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, მენსტრუალური ციკლის დარღვევა წარმოადგენს, რომელსაც სხვადასხვა ფაქტორები იწვევს. გადაცემაში ,,სილამაზე და ჯანმრთელობა“ ექიმი მეან-გინეკოლოგი, პლასტიკური ქირურგი თინათინ თომაძე საუბრობდა.

თინათინ თომაძე: “მენსტრუალური ციკლის დარღვევა ერთ-ერთი აქტუალური თემაა ქალბატონებში. ეს არ არის დაავადება, ეს არის ერთ-ერთი სიგნალი ორგანიზმისგან რომელიც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყურადოთ, ვინაიდან ეს იმას ნიშნავს რომ ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები რომელიც დამოკიდებულია სწორედ ამ პრობლემზე, შესაბამისად რომ არა მენსტრუალური ციკლი შესაძლოა ქალმა ეს ვერც გაიგოს.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ძირითადად უკავშირდება ჰორმონალური დისბალანსს. თუ ამას განვიხილავთ ორ ნაწილად ეს არის ჰორმონალური სტატუსის დარღვევა, რადგან ენდოკრინული სისტემა ეს არის ის მკაცრი საათი რომელიც აწესრიგებს მთლიანად ჩვენს ორგანიზმს და მათ შორის მენსტრუალურ ციკლს. თუ შევეხებით ჰორმონალურ სტატუსს ამაში აქტიურად მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვალი, ასევე პროლაქტინი ( სტრესული) ჰორმონი.
აუცილებელია სწორი კვება, საკმარისი რაოდენობით წყალი, ძილის რეჟიმის დაცვა და ყველაფერი ის რაც ზოგადად ჯანმრთელობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ცხოვრების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს იმისათვის რომ მსგავსი პრობლემა არ წარმოიშვას”.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: