ვიქტორ ჰიუგოს ყველა იცნობს როგორც უდიდეს ფრანგ მწერალსა და ათეულობით უკვდავი ნაწარმოების ავტორს. მის კალამს ეკუთვნის ისეთი რომანები როგორიცაა „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, „საბრალონი“, „კაცი, რომელიც იცინის“ და ბევრი სხვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ რომანებს კითხულობდა, იყო მისი შეყვარებული ჟულიეტა დრუე, რომელიც 50 წლის მანძილზე ჰიუგოს ხელნაწერთა გადაწერით იყო დაკავებული, მაგრამ, ამასთან, ახალი კაბის ყიდვის საშუალებაც კი არ ჰქონდა.

გთავაზობთ ისტორიას ქალზე, რომელმაც ბევრი რამ გამოიარა, თუმცა ბოლოს მონური სიყვარულის მსხვერპლად იქცა.

აღიარებული გენიოსი და კურტიზანელი ქალი

ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ჟულიეტა, პა­რიზ­ში ცნო­ბი­ლი კურ­ტი­ზა­ნი ქალი იყო და მდი­და­რი საყ­ვარ­ლე­ბის ხარ­ჯზე ცხოვრობ­და. ძალ­ზე ცოტა ქალს თუ შე­ეძ­ლო, ჟუ­ლი­ე­ტის მსგავ­სად დახ­ვე­წი­ლად, გე­მოვ­ნე­ბით ჩაც­მა. ის ბევრ ფულს ხარ­ჯავ­და და ვალებს­ იღებ­და. მდა­ბიო წარ­მო­შო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იუ­მო­რის გრძნო­ბით, ელე­გან­ტუ­რო­ბი­თა და არის­ტოკ­რა­ტიზ­მით იყო გამორჩეული. იგი ბევ­რს უყ­ვარ­და და ამით სარ­გებ­ლობ­და კიდეც. მუ­დამ მოიძებ­ნე­ბო­და ვინ­მე, ვინც მომ­ხიბ­ვლე­ლი ჟუ­ლი­ე­ტის ­ვალებს სიამოვ­ნე­ბით და­ფა­რავ­და. ასე იყო მანამ, სანამ მის ცხოვრებაში არ გამოჩნდა ვიქტორ ჰიუგო. მათ ერთმანეთი მწერლის ერთ-ერთი პიესის კითხვის დროს გაიცნეს, რომელშიც ჟულიეტა პატარა როლს თამაშობდა. დრამატურგთან საუბრისას მან განაცხადა, რომ „ბატონ ჰიუგოს პიესებში პატარა როლები არ არსებობს“, რითაც მაშინვე მოხიბლა ვიქტორი, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე ძალიან ცნობილი ავტორი იყო. ჟულიეტი მაშინ 26 წლის იყო, ვიქტორი კი 32-ის. წინ იყო მათი სიყვარულის ისტორია, რომელშიც იყო უზომო ბედნიერებაც, ღალატიც და იმედგაცრუებაც.

ჟულიეტა დრუე

ჟულიეტა დრუე

ვიქტორის გამო ჟულიეტმა უარი თქვა საკუთარ წარსულზე, რომელიც საკმაოდ რთული იყო. ის ადრეულ ასაკში დაობლდა და მონასტერთან არსებულ პანსიონში იზრდებოდა. თავიდან მონასტერში დარჩენა სურდა, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა ჩათვალა, რომ ეს მისი გზა არ იყო და მონასტრიდან წასვლა ურჩია. გოგონა მოქანდაკე ჟან ჟაკ პრადიეს სახელოსნოში აღმოჩნდა. ცოტა ხანში ჟულიეტი მოდელიდან პრადიეს საყვარელ ქალად იქცა. მათ ერ­თად საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იცხოვ­რეს და ბავ­შვიც შე­ე­ძი­ნათ, თუმცა მოქანდაკე ჟულიეტის ცოლად მოყვანას არ აპირებდა და მხოლოდ იმის რჩევებს აძლევდა, თუ როგორ მოეზიდა თაყვანისმცემლები. ჟუ­ლი­ეტ­მა გა­და­წყვი­ტა, მსა­ხი­ო­ბი გამხდარი­ყო. იმ დროს ­ეს პროფესია ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლ სტი­ლს გულისხმობდა. მსგავ­სი ცხოვ­რე­ბა ქალს მა­ნამ­დე შე­ე­ფე­რე­ბო­და, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა და ლამაზი იყო, მაგ­რამ ასე დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბო­და ­და ჟულიეტს ეს კარ­გად ესმო­და. ალ­ბათ ამის გამო იყო, რომ მის ღიმილ­ში მსუ­ბუ­ქი ნაღ­ვე­ლი გა­მოსჭვი­ო­და და ცნო­ბი­ლი მწერ­ლის გუ­ლიც ამით და­ი­პყრო.

მათი გაცნობა დაემთხვა მომენტს, როდესაც ჰიუგომ ძლიერი სული­ე­რი ტრავ­მა მი­ი­ღო. მან შეიტყო, რომ მე­უღ­ლე მის მეგობართან, სენტ-ბევთან ღა­ლა­ტობ­და. მწერალი შვე­ბას მხო­ლოდ მუშაობაში პოუ­ლობ­და და აი, „ლუკ­რე­ცია ბორ­ჯი­ას“ დად­გმი­სას იპო­ვა ჭეშმარი­ტი სიყ­ვა­რუ­ლი. ჟულიეტი მაშინ უკვე ცნობილი კურტიზანელი იყო და ეს გარემოება ჰიუგოს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. მდიდარი მფარველების ფული ჟულიეტისთვის ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენდა. თეატრში მას ძალიან ცოტას უხდიდნენ, მას კი საკუთარი თავის გარდა, ქალიშვილზეც უნდა ეზრუნა. მიუხედავად ამისა, ჟულეიტს ისე შეუყვარდა ვიქტორი, რომ მან სამსახი­ო­ბო კა­რი­ე­რის გაგრძელება­ზე უარი თქვა, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეკ­რე­ბებს აღარ ესწრებოდა, უამრავი თაყ­ვა­ნის­მცემ­ე­ლი უა­რით გა­ის­ტუმ­რა და ცნობილი კლასიკო­სის ერთგვარ აჩ­რდი­ლად გა­და­იქ­ცა.

მიუხედავად იმისა, რომ მწერალი მდიდარი და გავლენიანი იყო, მან არ ისურვა შეყვარებულისთვის მატერალური დახმარების გაწევა. მის აღქმაში ასეთი დახმარება უზნეობა იქნებოდა, რადგან მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს არაფრად მიიჩნევდა. ვიქტორმა ჟულიეტს მის გარეშე სახლიდან გასვლა და სხვებთან ურთიერთობა აუკრძალა. თავად ჰიუგო ოჯახიდან წასვლას არ აპირებდა, თუმცა არც ჟულიეტის მიტოვება შედიოდა მის გეგმებში. მან ჟულიეტს შესთავაზა მისი მდივანი გამხდარიყო. ჟულიეტი მისი ხელნაწერების გადაწერით იყო დაკავებული, რაშიც მწერლისგან მცირე ანაზღაურებას ღებულობდა, თუმცა ამით მაიც ბედნიერი იყო, რადგან სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, პირ­ვე­ლი გას­ცნო­ბო­და მის ნაწარმო­ე­ბებს.

ჟულიეტი, როგორც შეეძლო, იბრძოდა გადარჩენისთვის. მას ხშირად უწევდა საკუთარი ნივთების ლომბარდში ჩაბარება, რადგან კრედიტორები მუდმივად აკითხავდნენ. მისი შეყვარებული თვეში დაახლოებით 800 ფრანკს აძლევდა, რომელიც არაფერს ყოფნიდა. ამასთან, ჟულიეტი ყველა ხარჯებს იწერდა, რადგან ვიქტორი ყველაფერს გულდასმით ამოწმებდა.

10-წლიანმა კარჩაკეტილმა ცხოვრებამ და სიღარიბემ ჟულიეტს მომხიბვლელობა და სილამაზე წაართვა. მიუხედავად ყველაფრისა, რო­დე­საც 1851 წელს, საფ­რან­გეთ­ში მომ­ხდა­რი სა­ხელ­მწი­ფო გადატრი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, მწე­რა­ლი სამ­შობ­ლოს ტო­ვებ­და, მის გვერდით მხო­ლოდ ჟუ­ლი­ე­ტი იყო, რო­მელ­მაც საყ­ვა­რე­ლ ადა­მი­ა­ნს ცოტა ხნის წი­ნან­დე­ლი ღა­ლა­ტი აპატია.

შემდგომში მწერალს კიდევ უამრავი სასიყვარულო რომანი ჰქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც ჟულიეტთან ბრუნდებოდა და სიყვარულს ეფიცებოდა. ჟულიეტს ვიქტორი ისევ ისე უყვარდა და მისი გულისთვის ყველაფრისთვის მზად იყო.

როდესაც ჰიუგოს კანონიერი ცოლი - ადელი გარდაიცალა, დიასახლისობა საკუთარ თავზე ჟულიეტამ აიღო. ის უკვე ასაკში იყო, დიასახლისობა კი დიდ ენერგიას მოითხოვდა. ამასთან, ის აწარმოებდა მწერ­ლის საქ­მე­ებს, ახარისხებდა ხელ­ნა­წე­რებს, საბუთებს და არ­ქი­ვს, ვიქტორს კი ამ დროს სახლში ჩუმად სხვა ქალები მოყავდა.

ჟულიეტი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მთელი ცხოვრება საყვარელ ადამიანს მიუძღვნა და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. ჟულიეტის სიკვდილის შემდეგ მწერალი ისეთი დათრგუნული და გულგატეხილი იყო, რომ დაკრძალვაზე არც მისულა. ცხოვრებამ მისთვის აზრი დაკარგა. ჰიუგო კიდევ 2 წელი იცოცხლა და 1885 წლის 22 მაისს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ასე დასრულდა ფრანგი კლასიკოსის და მისი მუზის 50-წლიანი სასიყვარულო ისტორია.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: