გაზაფხულზე კანის პრობლემებს თან ერთვის თმის დაზიანება, გამოშრობა ან პირიქით ცხიმიანობის მომატება, გამოფიტვა, ბოლოების გაყოფა და ა.შ. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მათთვის, ვისაც შეღებილი თმა აქვს.
ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, ჩნდება დისკომფორტი და გარკვეული სახის პრობლემები, რომელიც ცუდად აისახება ყოველდღიურობაზე.
იმისათვის რომ თქვენი თმა არ გამოშრეს და წელიწადის ნებისმიერ დროს მიმზიდველი იყოს, საჭიროა შემდეგი სახის რჩევები გაითვალისწინოთ:
მათ ვისაც ქერტლი გაგიჩნდათ.

დაამზადეთ ჭინჭრის ნაყენი - 1 ს/კ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღე წყალი, გააგრილეთ, გაწურეთ და მიღებული ნაყენი გადაივლეთ თმებზე.

თმის ძირების გასამაგრებლად

მუხის ქერქისა და ხახვის ფურცლების თანაბარ რაოდენობას დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 1 სთ-ის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ და გაწურეთ. მიღებული ნაყენით დაისველეთ თმა. 2 საათის შემედეგ კი თავი თბილი წყლით დაიბანეთ.
თუ ცხიმიანმა თმამ შეგაწუხათ

ცხიმიანი თმის გაწმენდა შეიძლება კვირაში 2-3 ჯერ შემდეგი სახის ხსნარით: 1 ჩ/კ ლიმონის, ვაშლისა და სტაფილოს წვენი განაზავეთ 2 ს/კ წყალში, მიღებული ნარევი კი წაისვით თმის ძირებში და ცხიმიანი თმის ადგილებში, გაიჩერეთ 30 წთ-ის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: