ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) 2019 წლის დასკვნით ტურნირ კიუსუ ბაშოს დაწყებამდე კასუგანო-ბეის საწვრთნელ ორთაბრძოლებს ატარებს.

14 დუელიდან მან 10 მოიგო, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული უნდა დაიბრუნოს. წინა ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ის სეკივაკეს წოდებამდე ჩამოქვეითეს. შეგახსენებთ, რომ აკი ბაშოს 15 ბრძოლიდან ტოჩინოშინმა მხოლოდ 6 მოიგო, რაც ტიტულის დაკარგვის მიზეზი გახდა. წელს ოძეკის ტიტული გორგაძემ ორჯერ დაკარგა.

იაპონიის მედია საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში გორგაძემ განაცხადა, რომ ახლა შესანიშნავ ფიზიკურ ფორმასი იმყოფება და მზად არის შეჯიბრისთვის.

2019 წლის დასკვნითი ტურნირი 10 ნოემბერს დაიწყება. 15 ორთაბრძოლიდან ტოჩინოშინმა როგორც მინიმუმ 10 შეხვედრაში უნდა გაიმარჯვოს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: