იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე კიუშუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა სუმოისტმა აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირი ტაკარაფუჯი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ორთაბრძოლას დიდი ალბათობით ვეღარ გამართავს, რადგან ნეკნი მოიტეხა.

ოთხი დღის შემდეგ ტოჩინოშინს მოგება-წაგებათა ბალანსი 2/2 ჰქონდა, ტრავმის მიღების გამო კი ის შეიძლება ასპარეზობას გამოეთიშოს და, შესაბამისად, ოძეკის ტიტულის დაბრუნების შანსიც დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ტოჩინოშინს 15 ორთაბრძოლიდან 10 უნდა მოეგო.