2020 წლის პირველ სუპერტურნირზე, რომელიც ტოკიოში მიმდინარეობს, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) პირველი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ლევანს კვლავ აწუხებს მუხლის ქრონიკული ტრამვა, ასევე დაზიანებული ნეკნი, რის გამოც პრაქტიკულად მთელი მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა, მან მაინც შეძლო მეტოქის დამარცხება. ამგვარად, ორი შეხვედრის შემდეგ მის ანგარიშზე ერთი მოგება და ერთი წაგებაა.

ტურნირის მესამე დღეს გორგაძე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა რიუდენს შეხვდება, რომელთანაც აქამდე გამართული სამი ბრძოლიდან ორი მოიგო და ერთში დამარცხდა.

კიდევ ერთი ქართველი სუმოისტი, თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) გოკუშიდოსთან დამარცხდა და რანგით მესამე დივიზიონი მარცხით დაიწყო.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: