ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით გამოდის, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამა იყო, რომელსაც ქართველმა სუმოისტმა ოშიდაშის ილეთით სძლია. ბრძოლისას იუტაკაიამა გორგაძეს რამდენჯერმე დაუსხლტა, თუმცა ლევანმა გამარჯვება მაინც მოიპოვა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-4 საჭიდაო დღეს ტაკარაფუჯი იქნება, რომელიც რანგით მე-5 მაეგაშირაა. აკი ბაშოს ჯერჯერობით 5 წაუგებელი სუმოისტი შემორჩა.