ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ შუმოდგომის ბაშოზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას წოდებას ატარებს, წლის ბოლო სუპერტურნირის მე-11 საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა კარიბაიამას დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ გორგაძემ აღიდგინა დადებითი ბალანსი. მის ანგარიშზე 5 მარცხი და 6 გამარჯვებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ წოდებაში დაწინაურებისთვის დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან ორის მოგებაც ჰყოფნის.

მისი მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელთანაც აქამდე 9 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 5 მოიგო, 4-ჯერ კი მარცხი განიცადა.