იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მეხუთე ბრძოლა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძე მე-6 მაეგაშირა ტაკაიასუს შეხვდა და მისი დამარცხება კაკენაგეს ილეთით მოახერხა.

ეს წყვილის 22-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩიმ 9 მოიგო, 13 შეხვედრაში კი მარცხი განიცადა.

ტოჩის მომდევნო მეტოქე სეკივაკე შოდაი იქნება. იაპონელი სპორტსმენი შემოდგომის სუპერტურნირზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს და მას მხოლოდ 1 მარცხი აქვს. ქართველთან დაპირისპირებაში სეკივაკე 16 ორთაბრძოლიდან 9 მოგებით უპირატესობას ინარჩუნებს.

ტოჩინოშინს 2 მოგების საპირისპიროდ სამი მარცხი დაუგროვდა და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6 უნდა მოიგოს.