ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ტოკიოში მიმდინარე იანვრის ჰაცუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის მეცხრე დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მესამე მაეგაშირა ტავამასის შეხვდა. ბრძოლა საკმაოდ დინამიური გამოდგა. გამარჯვების მიუხედავად, გორგაძეს ჯერ კიდევ უარყოფით ბალანსს (4:5) ინარჩუნებს.

საკუთარი რეიტინგის გასაუმჯობესებლად ტოჩინოშინმა ტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს, თუმცა ტრავმის გამო ეს ალბათ საკმაოდ რთული იქნება. კომუსუბის წოდების მოსაპოვებლად ტოჩინოშინმა ათზე მეტი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

დღეს ქართველი გოლიათი სეკივაკე ანასოიამს შეხვდება, რომელსაც ტურნირზე უკვე ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

იანვრის ჰაცუ ბაშო პროფესიული სუმოს უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.