იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე კიუშუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს. ამჯერად ლევან გორგაძემ კომუსუბი ენდო დაამარცხა.

დღეს ტოჩინოშინი მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეხვდება, რომელსაც მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს მოგებული.

ტურნირის მესამე დღე წარმატებული აღმოჩნდა მეორე ქართველი სუმოისტისთვის, რომელიც გაგამარუს სახელით ასპარეზობს. თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც მეორე დივიზიონში გამოდის, კიუშუ ბაშოზე ოძეკის პრივილეგია ექნება და 10 გამარჯვების შემთხვევაში ამ ტიტულს დაიბრუნებს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად 15 ორთაბრძოლიდან 10 უნდა მოიგოს.

მიმდინარე კიუშუ ბაშო 24 ნოემბერს დასრულდება.