ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და მიზნამდე 1 მოგებაღა აშორებს.

მეცამეტე დღეს მისი მეტოქე მესამე მაეგაშირა ოკინუომი იყო. ტოჩინოშინმა მეტოქე იორიკირის ილეთით საკმაოდ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ამ გამარჯვებით მას 35 წლის იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში მოგება წაგების ბალანსი 9:7-ზე გაუხდა.

გორგაძის მომედევნო მეტოქე მე-12 მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც აქამდე 20-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება 12-ჯერ მოახერხა, 8 შეხვედრაში კი თავად წააგო.