იაპონიის სუმოს ასოციაციის ცნობით, ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს, რომელიც ტოჩინოშინის სახელით გამოდის, ოძეკის ტიტული ჩამოერთვა.

სუმოს ასოციაციის ახალი რეიტინგის მიხედვით, 32 წლის ქართველი სეკივაკეს წოდებამდე ჩამოქვეითდა. ოძეკის ტიტულის დაბრუნების შესაძლებლობა სპორტსმენს კიუსუ ბაშოს 2019 წლის ბოლო ტურნირზე ექნება, რომელიც 10-24 ნოემბერს ქალაქ ფუკუოკაში გაიმართება.

წინა აკი ბაშოზე ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი ჰქონდა, რადგან 15 შეხვედრიდან მხოლოდ 6 მოიგო, რამაც ტიტული დააკარგინა.

შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტულით ტოჩინოშინმა 105 ორთაბრძოლა ჩაატარა, რომელთაგან 35 მოიგო, 43 წააგო, 27 შეხვედრა კი ტრავმის გამო შეწყდა.

წელს გორგაძემ ოძეკის ტიტული უკვე მეორედ დაკარგა.