ტოლკინის "შობის პაპის წერილები" არის წერილების სერია, რომელიც დაიწერა და ილუსტირებულ იქნა ცნობილლი ფენტეზის "ბეჭდების მბრძანებლის" ავტორის ჯ.რ.რ. ტოლკინის მიერ , 1920-დან 1942 წლებში. მწერალმა წერილები თავის შვილებს მიუძღვნა და მისი გარდაცვალებიდან 3 წლის თავზე , 1976 წლის 2 სექტემბერს წიგნად გამოიცა. წიგნი კრიტიკოსებმა დიდი სიხარულითა და აღტაცებით მიიღეს.

წერილებში მწერალი, რომელიც თავს შობის პაპად ასაღებს, შვილებს უყვება იმ სახალისო თავგადასავლების შესახებ რაც სანტას და მის დამხმარე ელფებს, სასაცილო პოლარულ დათვთან ერთად საშობაო სამზადისისას თავს გადახდებათ.

გამომცლემობა "პალიტრა L"-ის მიერ 19 დეკემბერს ბიბლუსი გალერეაში ტოლკინის ხსენებული წერილების ახალი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი წარადგინეს მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, დათო გორგილაძემ და მთარგმნელმა გიორგი სამუშიამ. წიგნის შეძენა ნებისმიერ მსურველს წიგნის მაღაზიებში უკვე შეუძლია.

წერილი 1931: https://4u.ge/ka/tolkinis-shobis-papis-werilebi-kldis-sakhli-1931w

წერილი 1925: https://4u.ge/ka/tolkinis-shobis-papis-werilebi-chrdiloet-polustan-akhlos-1925

წერილი 1926: https://4u.ge/ka/tolkinis-shobis-papis-werilebi-kldis-sakhli-samyaros-mwvervali-1926-weli

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: