თორნიკე შენგელიას „ბასკონია“-მ დაძაბულ ბრძოლაში „ბარსელონას“ მინიმალური სხვაობით 69:67 მოუგო და ესპანეთის ACB ლიგის ჩემპიონი გახდა. მატჩის ფავორიტად „ბარსელონა“ ითვლებოდა, თუმცა „ბასკონიამ“ თამაში შესანიშნავად ჩაატარა.

„ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და თავის გუნდს 14 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარებაა. საქართველოს ნაკრების მეორე წევრის, მეტ ჯენინგის ანგარიშზე კი 8 ქულაა.

„ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონი 10-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, თორნიკე შენგელიამ კი ვიტორიულ კლუბთან ერთად პირველი ტიტული მოიგო. ეს არის 28 წლის ქართველი კალათბურთელის პირველი ტიტული და თანაც კაპიტნის რანგში.

მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი ლუკა ვილდოსა დასახელდა. „ბარსელონას“ რიგებში საუკეთესო იყო ფრანგი ერტელი 21 ქულით.

შენგელიას რუსულ კლუბ ცსკა-ში გადასვლის საკითხი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: