ახალი წლის ხსენებაზე მხიარულება, მეგობრები, ფოიერვერკი და გემრიელი სუფრა გვახსენდება, ამ ყველაფრისთვის, კი არდადეგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კარგი გართობის შემდეგ, მეორე ადგილზე კარგი ლიტერატურის კითხვაა. იმისთვის, რომ სააახალწლო განწყობა შეგექმნათ გთავაზობთ რამდენიმე კლასიკურ ლიტერატურას, რომელთა წაკითხვის შემდეგ ბუნებით გრინჩიც რომ იყოთ და შობა არ გიყვარდეთ, აუცილებლად შეგიყვარდებათ ყველა და ყველაფერი რაც ახალ წელთან და შობასთანაა დაკავშირებული.

ჩარლს დიკენსის - საშობაო ამბავი

Christmas Carol - Charles Dickens

Christmas Carol - Charles Dickens

საშობაო ამბავი 1843 წელს დაიწერა. ჩარლზ დიკენსმა ისტორიის ნაწილი საკუთარი ცხოვრებიდან აიღო. მოთხრობა ბრაზიანი ბერიკაცის, სახელად ებენეზერ სკუჯის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც არც შობა უყვარს და არც ადამიანები. შობის წინა ღამეს სკრუჯს სამი მოჩვენება სტუმრობს, რომლებიც წარსულს აწმყოსა და მომავალში ამოგზაურებენ, ამ გზით სკრუჯი ხვდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთე და საყვარელ ადამიანებთან ყოფნა.

მაკნატუნა და თაგვების მეფე - ერნესტ ჰოფმანი

The Nutcracker and the Mouse King -  E. T. A. Hoffmann

The Nutcracker and the Mouse King - E. T. A. Hoffmann

მაკნატუნა 1816 წელს გერმანელი ავტორის მიერ დაწერილი რომანია . მიუხედავად, იმისა, რომ ამ წიგნის წაკითხვას რეკომენდაციას ვუწევთ, თუ კითხვა თქვენი სტილი არ არის გირჩევთ ბალეტი მაკნატუნა ან დისნეის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახოთ. ცხრა წლის მერი ცხოვრობს სახლში, რომელიც მარტოობითაა სავსე. მერის ენატრება მეგობრებთან ურთიერთობა და თავგადასავლები. შობის წინა დღეებში მათ ეწვევათ ბიძია ალბერტი და გოგონას ხის თოჯინას - მაკნატუნას აჩუქებს. მერის წარმოსახვა გააცოცხლებს თოჯინას და ის მოხვდება ბავშვობის ოცნებების ქვეყანაში.

ელფები და მეწაღე - ძმები გრიმები

The Elves and the Shoemaker - The Grimmes

The Elves and the Shoemaker - The Grimmes

გრიმების კლასიკად ქცეული ზღაპარი. სიუჟეტი ვითარდება ერთი წყვილი ფეხსაცმლის ირგვლივ, რომელსაც მთავარი გმირი თავის სახელოსნოში აღმოაჩენს. შემდგომ კი ცდილობს გაარკვიოს, თუ ვის უნდა გადაუხადოს ამ საჩუქრისთვის მადლობა. ფაქტია, რომ პატარა ელფების გარეშე ეს სიკეთე ვერ გაკეთდებოდა.

როგორ მოპარა გრინჩმა შობა! - დრ. სეუსი

How the Grinch Stole Christmas - Dr. Seuss

How the Grinch Stole Christmas - Dr. Seuss

ეს საბავშვო ისტორიაა, რომელიც დიდებსაც უყვართ. ეს მწერალი ცნობილია, იმით რომ თავის წიგნებში საბავშვო ისტორიებს ჭკუის სასწავლებლად აქცევს. ამ წიგნში, კი შობის სულიერ მნიშვნელობას წარმოაჩნეს და დაანახებს ხალხს, რომ ძვირფასი ნივთები გადამწყვეტი არ არის.

წერილი სანტა კლაუსისგან - მარკ ტვენი

Mark Twain - Letter from Santa Claus

Mark Twain - Letter from Santa Claus

1875 წელს მარკ ტვენმა თავის 3 წლის ქალიშვილს, სიუზის წერილი მისწერა სათაურით „შენი მოსიყვარულე სანტა“. შინაარსი კი შობის მნიშვნელობას და მშობლებისა და შვილების სიყვარულს გვასწავლის.

პოლარული ექსპრესი - კრის ვან ალსბურგი

The Polar Express - Chris Van Allsburg

The Polar Express - Chris Van Allsburg

ისტორია პატარა ბიჭის ჩრდილოეთ პოლუსზე მოგზაურობას ასახავს, თავგადასავლებით, სირთულეებით . ბნელი ტყეებისა და მთების, ყინულის უდაბნოების გავლის შემდეგ ექსპრესი სამყაროს თავზე აღმოჩნდება, სადაც ბიჭუნა საშობაო სურვილს ჩაიფიქრებს.

სასიამოვნო არდადეგებს გისურვებთ!!

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: