წიგნები ხშირად სხვადასხვა თემებზე ჩახლართულ ისტორიებს გადმოგვცემენ. ნებისმიერი ავტორი ამას შეურაცხყოფად მიიღებდა, რადგან მათი მთელი მუშაობა შესაძლოა ერთი წინადადებაში შესრულდეს, თუმცა კითხვა ძალიან დიდი სიამოვნებაა ამაზეც ყველა უნდა შეთანხმდეს

მობი დიკი - ჰერმან მელვილი

კაცი ეძებს ვეშაპს, რომელმაც ფეხი მოაჭამა, პოულობს და კვდება.

სამეფო კარის თამაშები - ჯორჯ მარტინი

ბეჭდების მბრძანებელი იმ განსხვავებით, რომ ვინც გიყვარს ყველა იხოცება.

ჰობიტი - ტოლკინი

შენ იხსნი ქვეყანას თუ უცხოს ძვირფას ნივთს მოპარავ.

გრეის 50 ელფერი - ე.ლ. ჯეიმსი

კაცი ატყუებს ქალს, რომ ცემა არის მხიარულება.

მოხუცი და ზღვა - ერნესტ ჰემიგუეი

მოხუცი კაცი თევზს იჭერს და არავის აინტერესებს.

ბინდი - სტეფანი მეიერი

გოგოს უყვარდება მგელი და ვამპირი, ირჩევს ვამპირს, ვამპირი კბენს და ხდება ვამპირი

1984 - ჯორჯ ორუელი

როგორც აღმოჩნდა მთავრობა გვიყურებს ლეპტოპის კამერებით

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - ვიქტორ ჰიუგო

ღარიბ კუზიანს უყვარდება ბოშა, რომელიც ასევე ყველას უყვარს, ისიც კვდება ბოშაც და მამამისიც.

დონ კიხოტი - სერვანტესი

ტიპი ქარის წისქვილებს ეფარიკავება, უბერავს.

ომი და მშვიდობა - ლევ ტოლსტოი

ყველა მოწყენილია , თოვს!!

ჰარი პოტერი - ჯოან როულინგი

ჯადოქარმა ბიჭმა უნდა დაამარცხოს მელოტი გველისმაგვარი კაცი და ამას კიდევ 6 წიგნი დასჭირდება

დიდი გეტსბი - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

მდიდარ ხალს უნდა სიყვარული ფულზე წინ დააყენონ, თუმცა შენც არ მომიკვდე.

ალისა საოცრებათა ქვეყანაში - ლუის კეროლი

გოგოს ან ესიზმრება ან კაიფშია, ხვდება უამრავ უცნაურ ცხოველს და მაინც სახლში დაბრუნება უნდა. რა უცნაურია?!

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: