ალბათ უკვე მოგბეზრდა ერთი და იგივე ბრძნული გამოთქმების მილიონჯერ გაგონება. რა თქმა უნდა, მუდმივად ამის მოსმენა საკმაოდ მოსაბეზრებელია, თუმცა თუ მათ შინაარსს დაუკვირდები და კარგად გაითავისებ, ისევ შენთვის იქნება უკეთესი.

1. ისწავლე საკუთარი ძილის მართვა

რთულია, ყოველ ღამეს საკუთარ თავს დააძალო ასამდე ან ხუთასამდე დათვლა, მაგრამ ამაზე ბევრად რთული უძილობასთან შეგუებაა. ეს პრობლემა როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ასევე მეცნიერებსაც აწუხებთ. უკვე შედგენილია იმ ჩვევების ჩამონათვალი, რომლებიც ადამიანს დაძინებაში ხელს უშლის ან, პირიქით, ეხმარება. თავის მხრივ, დიეტოლოგები ასახელებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც ორგანიზმს ამშვიდებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ნორმალურ ძილს საფუძვლად უდევს რუტინა. სიტყვა საკმაოდ არასასიამოვნოა, მაგრამ ზუსტი: იმისათვის, რომ შენმა ორგანიზმმა ღამე დაიძინოს, ეს უნდა შეაჩვიო. თუ თავად არ აიძულებ, რომ საღამოს 11 საათზე გაითიშოს და დილის 7 საათზე გაიღვიძოს, სასწაული არ მოხდება.

2. ისწავლე თანაგრძნობა

ამ თვისებას ვერაფერი ჩაანაცვლებს. რაც არ უნდა დისციპლინირებული და კარგი თანამშრომელი, ყველაზე მდიდარი დამკვეთი, ან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი ადამიანი იყო, ყველაფერი შეუმჩნეველი დარჩება, თუ ვერ ისწავლი სხვების მოსმენას.

ამასთან, თანაგრძნობა ლიდერის ერთ-ერთი თვისებაა და წარმატებული ბიზნესმენებისთვისაა დამახასიათებელი. გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში, ამ თვისების წყალობით, აუცილებლად იპოვი სწორ მიდგომას კლიენტთან. კოლექტივში აღნიშნული თვისება ხელს უწყობს წარმატებულ გუნდურ მუშაობას, საქმიანი მოლაპარაკების დროს კი - პარტნიორთან საერთო ენის გამონახვას. არავის უნდა გულქვა ადამიანთან საქმის დაჭერა.

3. აითვისე დროის მართვა

შეგიძლია საკუთარი სამუშაო დღის სწორად დაგეგმვა? შეგიძლია ყველა დაგეგმილი საქმის შესრულება? მაშინ შენ საინტერესო ხარ დამსაქმებლისთვისაც და ქვეშევრდომებისთვისაც (თუ საკუთარ საქმეს აწარმოებ).

გეგმის შედგენის დასახმარებლად არსებობს ისეთი პროგრამები, როგორიცაა Google კალენდარი და Trello, თუმცა ამოცანების გადანაწილება სხვადასხვა თარიღებზე საკმარისი როდია. მნიშნელოვანია იმის გათვლა, მოასწრებ თუ არა მათ შესრულებას დადგენილ ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი გეგმა ნელ-ნელა დაემსგავსება რაღაც არეულ-დარეულ სიას, რომელიც თავზე დამოკლეს მახვილივით გიკიდია. დაგეგმარების პროგრამებში გარკვევა საკმაოდ ადვილია. მათგან განსხვავებით, საკუთარი ამოცანების, ძალებისა და დროის შეფასება ერთგვარი ხელოვნებაა.

დროის გადანაწილება. დაგეგმვა. მენეჯმენტი, ბიზნესი

.

4. მიმართე სხვებს დახმარებისთვის

როდესაც ადამიანი მთელი დღე მუშაობს ისე, რომ ხმა არ ამოუღია, ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. თუ შემდეგ აღმოჩნდება, რომ მან რაღაც ვერ გაიგო და დავალება არასწორად შეასრულა, ეს უკვე გაბრაზებას იწვევს. საკითხი სამუშაოს შესრულებისას რომ დაზუსტებულიყო, შეცდომაც აღარ მოხდებოდა.

საკუთარი ეგოს გამო, ადამიანებს არ სურთ მიმართონ ვინმეს დახმარებისთვის. მათი აზრით: „ვეკითხები, ესე იგი იფიქრებენ, რომ უვიცი ვარ“. თუ არ იცი, როგორ უნდა შეასრულო დავალება, და არც არავის ეკითხები, ინფორმაცია თავისით თავში ვერ ჩაგივარდება. საბოლოო ჯამში, უშვებ ორ შეცდომას: დავალება ვერ შეასრულე და დახმარებისთვისაც არავის მიმართე.

საჭირო მომენტში დახმარების თხოვნის უნარი მხოლოდ დამწყებისთვის მნიშვნელოვანი როდია. წარმატებული ბიზნესმენებიც კი ხშირად მიმართავენ სხვებს კომპეტენტური რჩევისთვის, რათა ბიზნესი უკეთესად განავითარონ.

გარდა ამისა, დახმარების ან რჩევის თხოვნა ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. როდესაც ადამიანს რაღაცას ეკითხები, ეს მისი ერუდირებულობის აღიარებას ნიშნავს, ეს კი ყველას სიამოვნებს.

5. იყავი თანმიმდევრული

აღნიშნული უნარი პირდაპირ არის დაკავშირებული დროის დაგეგმვასთან. როდესაც მიზნისკენ მიდიხარ, მნიშვნელოვანია, რომ ამოცანები ლოგიკური თანმიმდევრობით დაალაგო. ეს ნიშნავს, რომ ერთი ამოცანის შესრულების შედეგი მომდევნო ამოცანის საყრდენი იქნება. ამ შემთხვევაში არ მოგიწევს სამუშაოს ათჯერ გადაკეთება.

სხვათაშორის, ასეთი მეთოდი ოჯახურ ყოფაშიც გამოგადგებათ.

6. საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი ილაპარაკეთ

ის, რასაც საკუთარ თავზე ფიქრობ, გარშემომყოფთა შეფასებაზე უფრო მნიშვნელოვანია. როდესაც ცდილობ საკუთარი თავის წარმოჩენას, პირველ რიგში შინაგან შეგრძნებებს ეყრდნობი და არ იწყებ იმის გახსენებას, თუ რა თქვეს სხვებმა. ჩვენი პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ სხვების აზრს ზოგჯერ ჭეშმარიტებად აღვიქვამთ. საკუთარი თავის პოზიტიური კუთხით აღქმა ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ადამიანების გაცნობისას.

7. მიხვდი, როდის გაჩუმდე

აღნიშნული უნარი ორ მთავარ წესს ითვალისწინებს: 1. ნუ იძლევი შენიშვნებს იმ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ არ გეხება. 2. როდესაც ნეგატიური ემოციები გალაპარაკებს, სჯობს თავი შეიკავო. ჭკვიანურად ჟღერს, მაგრამ რთულად განხორციელებადია. სამაგიეროდ, თუ ამას ისწავლი, ცხოვრებას გაიიოლებ.

დაფიქრდი, რამდენ ნერვებს დაზოგავ, თუ არ დაიწყებ მორალის კითხვას, მაგალითად, იმაზე თუ რამდენი კარტოფილის ჩამატებაა საჭირო წვნიანში. თვითონ თემაც კი სასაცილოა, თუმცა ამგვარი წვრილმანების გამო შესაძლოა ოჯახიც კი დაინგრეს.

ყველამ იცის, რომ ცხელ გულზე ძალიან ადვილია ადამიანს ზედმეტი აკადრო. როდესაც მაღალი ტონით საუბარი იწყება, ლოგიკა თანდათან ქრება. ამაში ადვილად დარწმუნდები, თუ თვალს გაბრაზებულ გულზე გაგზავნილ მესიჯებს გადაავლებ: ბევრი ემოცია, აზრი კი - ნოლი.

მაიმუნები. ლაპარაკი, მოსმენა, სიჩუმე

.

8. ისწავლე სხვების მოსმენა

ეს მხოლოდ დროულად გაჩუმების უნართან როდია დაკავშირებული. უფრო მნიშვნელოვანია იმის აღქმის უნარი, რასაც გეუბნებიან. ანუ, აქტიური მონაწილეობა იმის მოსმენაში, რის მოტანასაც თქვენამდე ცდილობენ. დიახ, სხვების მოსმენა და ნათქვამის აღქმა - სერიოზული დავალებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუდმივად გიწევს უპასუხო სატელეფონო ზარებს, შეტყობინებებს, ან ელექტრონული ფოსტით მიღებულ წერილებს.

9. ნუ ერევი სხვის საქმეებში

შესანიშნავად ერწყმის რჩევას საჭირო მომენტში გაჩუმებაზე. ყველას თავისი სიმართლე და ცხოვრების წესი გააჩნია. ნუ ცდილობ სხვას თავს მოახვიო ის, რაც მხოლოდ შენ გაწყობს. ამით უამრავ ძალასა და ენერგიას დაზოგავ.

10. ნუ ავრცელებ ჭორებს

ნებისმიერი ურთიერთობა - პირად ცხოვრებასა თუ კოლექტივში - ნდობაზეა აგებული. თუმცა, რა ნდობაზეა საუბარი, როდესაც ვინმეს ზურგს უკან ჩურჩულებ?

ჭორიკანა ადამიანები არ უყვართ, თუნდაც მათთან საუბარი საათობით განაგრძონ. დღეს ის თქვენს საერთო ნაცნობზე ჭორაობს, ხვალ კი მისი სამიზნე შესაძლოა შენც გახდე.

იმისათვის, რომ ცხოვრება გაიმარტივო, არ არის საკმარისი არ დაუჯერო ჭორებს და თავადაც არ გაავრცელო. ძალზე მნიშვნელოვანია თავიდანვე აღკვეთო ჭორის გავრცელება. ამის სწავლა საჭიროა მანამ, სანამ ფრაზა „ბოდიში, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა“ რეფლექსივით არ გამოგიმიუშავდება.

სიმშვიდე, ჰარმონია, დასვენება, ბუნება

.

11. მიეცი საკუთარ აზრებს სწორი მიმართულება

ყველა ბარიერი მხოლოდ შენს თავშია, თუმცა ისევე, როგორც - შესაძლებლობები. თუ განეწყობი მიზნის მისაღწევად, აუცილებლად მიაღწევ მას. თუკი ასჯერ გაიმეორებ, რომ ვერ გაუმკლავდები, მაშინ ხელსაც საერთოდ არ მოკიდებ.

შეძლებ თუ ვერ შეძლებ რამის გაკეთებას, ტვინი ამას შენი გამოცდილებიდან გამომდინარე წყვეტს. თუ საქმე ერთხელ ჩაიშალა, არ ღირს მაშინვე იდეაზე უარის თქმა. პირიქით, წარმატების შანსი იზრდება, თუ საკუთარ შეცდომებს სწორად გააანალიზებ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: