პირველად ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლის 10 დეკემბერს გადასცეს და იმ დღიდან მას ყოველწლიურად სწორედ ამ დღეს, ნობელის გარდაცვალების წლისთავზე გადასცემენ. დაჯილდოების ცერემონია, სადაც ჯილდოს თავად შვედეთის მეფე გადასცემს, სტოკჰოლმში მიმდინარეობს. გთავაზობთ მცირე ნაწილს იმ ცნობილი მწერლებისა, რომლებიც ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ.

1 რედიარდ კიპლინგი (1907 წელი)

რედიარდ კიპლინგი

რედიარდ კიპლინგი

პრესტიჟული პრემიის ერთ-ერთი პირველი ლაურეატი. ინგლისელმა პოეტმა, პროზაიკოსმა და ნოველისტმა ჯილდო საკუთარი შემოქმედების პიკზე მიიღო მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მისი მთავარი ნაწარმოები - „ჯუნგლების წიგნი“.

2 ბერნარდ შოუ (1925 წელი)

ბერნარდ შოუ

ბერნარდ შოუ

ბერნარდ შოუ XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დრამატურგია. მწერალმა მედალის მიღებაზე უარი თქვა, ფულადი თანხა კი შვედური ლიტერატურის ინგლისურ ენაზე თარგმნის მხარდასაჭერად გადარიცხინა. 1938 წელს შოუს გადაეცაკიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო, ოღონდ უკვე კინემატოგრაფიის დარგში. კერძოდ, ფილმ „პიგმალიონის“ სცენარისთვის მას „ოსკარი“ მიენიჭა.

3 თომას მანი (1929 წელი)

თომას მანი

თომას მანი

გერმანელ მწერალს აღიარების მოსაპოვებლად წლები დასჭირდა. ცნობილია, რომ გამოსვლის წელს რომან „ბუდენბროკების“ მხოლოდ 100 ეგზემპლარი გაიყიდა. სამაგიეროდ, 30 წლის შემდეგ, 1929 წელს, სწორედ ნობელის პრემიის წყალობით, მწერალმა სამუდამოდ ჩაწერა საკუთარი სახელი მსოფლიო ლიტერატურაში. მანის ნაწარმოებს კლასიკა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში უწიდეს. ამჟამად „ბუდენბროკებს“ მსოფლიოს უამრავ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ.

4 ჰერმან ჰესე (1946 წელი)

ჰერმან ჰესე

ჰერმან ჰესე

გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე დაჯილდოებულია ბრწყინვალე სტილისთვის და შთაგონებული შემოქმედებისთვის, რომელშიც ასახულია ჰუმანიზმის კლასიკური იდეალები. რომანში „დემიანი“ იმ დროის სულია გადმოცმული. უტოპიური რომანი „მძივით თამაში“ ჰესეს შედევრად იქცა.

5 უილიამ ფოლკნერი (1949 წელი)

უილიამ ფოლკნერი

უილიამ ფოლკნერი

1949 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში უილიამ ფოლკნერს გადაეცა. მან თავიდან უარი თქვა სტოკჰოლმში გამგზავრებაზე, თუმცა ბოლოს ქალიშვილმა გადააფიქრებინა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მწერალი სპეციალურად ნობელის პრემიის ლაურეატებისთვის ორგანიზებულ სადილზე დაპატიჟა. ფოლკნერმა კენედისთან სადილზე უარი განაცხადა. მწერლის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ რომანად „ხმაური და მძვინვარება“ ითვლება.

6 უინსტონ ჩერჩილი (1953 წელი)

უინსტონ ჩერჩილი

უინსტონ ჩერჩილი

ისტორიული და ბიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებების მაღალი ოსტატობისთვის, ასევე ბრწყინვალე ორატორული ხელოვნებისთვის საკუთარი „ნობელი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმაც მიიღო. ჩერჩილი 6-ტომეული ნაშრომის „მეორე მსოფლიო ომი“ და 4-ტომეულის „ინგლისურენოვანი ხალხების ისიტორია“ ავტორია.

7 ერნესტ ჰემინგუეი (1954 წელი)

ერნესტ ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეეი

ეს მწერალი ერთ-ერთია ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის იმ 9 მფლობელისგან, რომლებსაც ეს ჯილდო არა მთლიანად შემოქმედებისთვის, არამედ კონკრეტული ნაწარმოებისთვიოს გადაეცათ. ჰემინგუეიმს პრემია გადაეცა მოთხრობისთვის „მოხუცი და ზღვა“. ამავე ნაწარმოებისთვის 1953 წელს მან მიიღო კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო - პულიტცერის პრემია.

8 სამუელ ბეკეტი (1969 წელი)

სამუელ ბეკეტი

სამუელ ბეკეტი

ეს ირლანდიელი მწერალი მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომდგენელია. სწორედ მას დაარსა ეჟენ იონესკუსთან ერთად ცნობილი „აბსურდის თეატრი“. მისი ყველაზე ცნობილი პიესაა „გოდოს მოლოდინში“, რომელიც ფრანგულ ენაზეა დაწერილი. ბეკეტი საკმაოდ დახურულ ცხოვრებას ეწეოდა. მან ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე ჩასვლაზეც უარი განაცხადა და საკუთარი თავის ნაცვლად მისი წიგნის გამომცემელი ჟერომ ლინდონი გააგზავნა.

9 გაბრიელ გარსია მარკესი (1982 წელი)

გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესი

ის პირველი კოლუმბიელი მწერალია, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა. მისი წიგნები ესპანურ ენაზე მთელი ისტორიის მანძილზე შექმნილ ყველაზე გაყიდვად ნაწარმოებს წარმოადგენს. რომანი „მარტოობის ასი წელიწადი“ მსოფლიოს 25 ენაზე ითარგმნა, ნაწარმოების მთლიანმა ტირაჟმა 50 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა. მარკესი მეოცე საუკუნის უდიდეს მწერლად ითვლება.

10 ბობ დილანი (2016 წელი)

ბობ დილან

ბობ დილან

ბობ დილანი - ХХ საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი მთავარი მუსიკოსია. მან კარიერა გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს დაიწყო და ცნობილი გახდა როგორც ფოლკ-მუსიკოსი. 75 წლის დილანის ანგარიშზე 50 ალბომი და „გრემის“ ცხრა პრემიაა. 1988 წელს ის როკ-ნ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ჟურნალმა Rolling Stone ბობ დილანი მუსიკის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი შემსრულებლების სიაში შეიყვანა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: