რაციონალური კვება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის ნორმალურ განვითარებას. ეს, სხვა დანარჩენთან შედარებით, პირდაპირ გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე, ზრდაზე და ჯანმრთელობაზე. სწორი დაბალანსებული კვება, რომელიც აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ საჭიროებებს, ზრდის მის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა მავნე ფაქტორების მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში რაციონალური კვების პრინციპების დაცვა. სათანადოდ დაბალანსებული კვება გვესმის, როგორც კვება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბავშვის ორგანიზმის ასაკობრივ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ძირითად საკვებში და ენერგიაში.

ადამიანის ჯანმრთელობა უმეტესად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ იკვებებოდა იგი ბავშვობის (ჩვილ) ასაკში. ამ პერიოდში ყალიბდება ორგანოთა სისტემა, ინტენსიურად იზრდება ქსოვილი, ვითარდება ინტელექტი.
ბუნებრივ კვებაზე მყოფი პატარები გაცილებით უფრო ძლიერები არიან და მარტივად გადააქვთ სხვადასხვა სახის ავადმყოფობა. აქედან გამომდინარე, დედის კვება უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვზე და მის ჯანმრთელობაზე.

სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვებისთვის სასურველია ჰიპოალერგიული ნარევების არჩევა, ისინი ნამდვილად არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციას ახალშობილში. ამიტომ, ეს საუკეთესო არჩევანი იქნება იმ ბავშვების დედებისთვის, რომლებსაც ხშირად აქვთ ალერგია.

როგორი უნდა იყოს საკვები ორსულობისას?
ორსულობის პერიოდში ქალის კვება უნდა იყოს მდიდარი და სრულფასოვანი და შეიცავდეს ვიტამინებს, ნახშირწყლებს, ცილებს და ცხიმებს. ქალების უმეტესობას ორსულობის პირველ ხანებში აღენიშნება ტოქსიკოზი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა საკვები იყოს მარტივი, სასარგებლო და ჯანსაღი- ფაფეულით, სხვადასხვა სახის სალათებით, ლიმონით, ვაშლით, ბროწეულის და სტაფილოს წვენით, ჩირის და კენკრის კომპოტით.
ასევე მნიშვნელოვანია დედის საკვების ხარისხი და მრავალფეროვნება ბავშვის ძუძუთი კვების დროს. სასურველია ასეთ დროს მენიუ მდიდარი იყოს ისეთი პროდუქტით, როგორიცაა: მოხარშული ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო და ა.შ.

როგორი კვების რეჟიმს გირჩევს პედიატრი?
დღევანელი მიდგომით, პედიატრების უმეტესობა თავისუფალი კვების რეჟიმს ანიჭებს უპირატესობას რადგან, განსაზღვრული კვების რეჟიმი ლაქტაციის შემცირებას იწვევს, აქედან გამომდინარე, თავისუფალი კვების რეჟიმი ბავშვისათვის ყველაზე სასარგებლოა.
ახალშობილმა ყოველკვირეულად 100-150 გრამით უნდა მოიმატოს. სიცოცხლის პირველი თვის ნამატი 600-700 გრამს უნდა შეადგენდეს. მეორე თვეში 800 გრ, შემდეგ თვეში კი ნამატი 50 გრ-ზე ნაკლები უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ მასის ნამატი უმნიშვნელოა, დედამ დამატებითი საკვების მიცემა ახალშობილისთვის არ უნდა იჩქაროს.
ასევე გასათვალისწინებელი და საყურადღებოა დედის დღის წესრიგი. ცხოვრების წესი, რეჟიმი, ძილი და დასვენება, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ლაქტაციის (რძის) რაოდენობის გაზრდაზე, რაც ბავშვისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: