კოშკი ჰუანჰელოუ (ყვითელი წეროს კოშკი), რომელიც ქალაქ უჰანის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, 29 აპრილიდან ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის ისევ გაიხსნება.

ადმინისტრაციის განცხადებით, ობიექტი დილის ცხრის ნახევრიდან ხუთ საათამდე იმუშავებს. ყოველდღიურად კოშკის მონახულებას დაახლოებით 5400 ადამიანი შეძლებს. პარკში მოსახვედრად საჭიროა ინტერნეტში წინასწარ ბილეთის დაჯავშნა, თერმოსქრინიგის გავლა და ჯანმრთელობის მდგომარეობის QR-კოდის წარდგენა.

ხუბეის პროვინციის კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს განაცხადებით, ეპიდემიულოგიური სიტუაციის გაუმჯობესების ფონზე, А კლასის 266 ძირითადმა ღირშესანიშნაობამ პროვინციაში მუშაობა განაახლა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: